თებე (საბერძნეთი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თებე''' ({{lang-grc|Θῆβαι}} [tʰɛ̂ːbai̯]; {{lang-el|Θήβα}} [ˈθiva]) ძველი ბერძნული ქალაქი [[ბეოტია|ბეოტიაში]]. ცნობილია [[მიკენის ცივილიზაცია|მიკენის]] პერიოდიდან. თქმულების მიხედვით, დააარსა კადმემ. [[ჰომეროსი]] მოიხსენიებს „შვიდკარიბჭიან თებეს“. თებე მრავალი თქმულების მოქმედების ასპარეზი იყო ([[სფინქსი (მითოლოგია)|სფინქსის]], [[ოიდიპოსი|ოიდიპოსის]], [[ანტიგონე|ანტიგონესა]]სა და სხვა მითები). ძვ. წ. VI საუკუნეში თებე [[ბეოტიის კავშირი|ბეოტიის კავშირს]] მეთაურობდა. [[ბერძენ-სპარსელთა ომები|ბერძენ-სპარსელთა ომების]] (ძვ. წ. 500-449 წწ.) დროს სპარსელებს უჭერდა მხარს. [[პელოპონესის ომი|პელოპონესის ომის]] დროს (ძვ. წ. 431-404 წწ.) თებე [[ათენი|ათენის]] წინააღმდეგ გამოდიოდა. [[კორინთის ომი|კორინთის ომის]] დროს (ძვ. წ. 395-387 წწ.) კი — უკვე ათენის მხარეზეა [[სპარტა|სპარტას]] წინააღმდეგ. [[ანტალკიდას ზავი|ანტალკიდას ზავის]] (ძვ. წ. 387 წ.) პირობებით, ბეოტიის კავშირი დაიშალა. ძვ. წ. 379 წელს [[პელოპიდა|პელოპიდასა]]სა და ეპამინონდას მეთაურობით თებეში დემოკრატიულმა ფენამ გაიმარჯვა, ბეოტიის კავშირი აღდგა და თებე მსხვილი პოლიტიკური ძალა გახდა [[საბერძნეთი|საბერძნეთში]]. ძვ. წ. 371 წელს (ლევქტრასთან) და ძვ. წ. 362 წელს (მანტინეასთან) თებეს ჯარმა ეპამინონდას სარდლობით ორჯერ დაამარცხა სპარტელები, მაგრამ ეპამინონდას სიკვდილის (ძვ. წ. 362 წ.) შემდეგ თებეს მნიშვნელობა დაეცა. ძვ. წ. 338 წელს [[ქერონეის ბრძოლა|ქერონეის ბრძოლაში]]ში თებე დამარცხდა და [[მაკედონიის სამეფო|მაკედონიას]] დაემორჩილა. ძვ. წ. 335 წელს, ანტიმაკედონიური აჯანყების ჩახშობის დროს, [[ალექსანდრე მაკედონელი|ალექსანდრე მაკედონელმა]] თებე მიწასთან გაასწორა, თუმცა შემდეგ ნაწილობრივ აღადგინეს. ძვ. წ. 146 წელს თებე რომის შემადგენლობაში შევიდა.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|4|629-630|}}
 
[[კატეგორია:საბერძნეთის ქალაქები]]
[[კატეგორია:ისტორიული ქალაქები]]
[[კატეგორია:უძველესი ქალაქები]]