ვერსალის სასახლე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 42:
900 ჰექტარზე გაშლილი ვერსალის ბაღი ყველაზე დიდებულია მთელ ევროპაში. იგი XVII საუკუნეში ანდრე ლენოტრმა შექმნა. მან ფრანგულ ბაღთა სიმეტრიული სისტემა ინგლისურ ყაიდაზე მოაწყო და სასახლის შესაბამისად მორთო. ლენოტრმა მრავალრიცხოვანი მუშახელის დახმარებით ამოაშრო ვერსალის ჭაობიანი, ოღროჩოღრო ტერიტორია და შექმნა აუზთა სერია, რომელიც ცნობილია, როგორც დიდი არხი. 23 ჰექტარზე გადაჭიმული არხს მილსადენების გრანდიოზული სისტემა ემსახურება, 50 შადრევანში წყლის 620 ჭავლია. აქ ეწყობოდა სამხედრო-საზღვაო დემონსტრაციები თუ გონდოლებით სეირნობა. ლენოტრმა ვერსალის უნაყოფო და ხრიოკი მიწა შვიდ წელიწადში აქცია ეგზოტიკური მცენარეებით დახუნძლულ თვალისმომჭრელ ოაზისად.
 
ვერსალის შადრევნები, ტექნიკურადაც და გარეგნულადაც, თავისი ეპოქის გასაოცარ მიღწევებს წარმოადგენენ. გრანდიოზულობითა და მორთულობებით, ხაზთა უჩვეულო წყობით, უბადლოა ქალღმერთ ლეტოსა და მისი ვაჟის - აპოლონის შადრევნები. როგორც აღნიშნავდნენ, ეს შადრევნები იმ დროის კულტურულ საოცრებადაც იქცა.
გრანდ ტრიანონი (დიდი სასახლე) მთავარი სასახლის გვერდითაა, არანაკლებ ძვირფასი და დახვეწილი. საფრანგეთის მთავრობის ვერსალში გადმოსვლისთანავე ლუი XIV-მ, სასახლის ცხოვრებისაგან თავის დასაღწევად და განსამუხტად, ვარდისფერი მარმარილოს შენობა აღმართა. XVIII საუკუნეში მეფე ლუი XVI-მ ნაგებობა მეუღლეს გადასცა. მარია ანტუანეტამ მრავალჯერ გარდაქმნა სასახლის დიზაინი, საბოლოოდ კი ინტერიერი ინგლისურ-ჩინურ ყაიდაზე მოაწყო.
 
შემდგომი პერიოდი სწორედ ლუი XVI-ის ზეობას ემთხვევა. სწორედ მაშინ გაშენდა ტრიანონის ბაღებისა და მარია ანტუანეტას დასახლება. მცირე სასახლის გვერდით საფრანგეთის დედოფალმა კომფორტული ბუდე მოიწყო - „დედოფლის სოფელი“, ეს იყო ფერმის მსგავსი შემოგარენი, ჩალით გადახურული კოტეჯებით. კომპაქტური დასახლება იმავდროულად ადგილობრივ საწარმოსაც წარმოადგენდა და სასახლეს ახალი პროდუქტით ამარაგებდა. მეფისაგან განებივრებული მარია ანტუანეტა უიშვიათესი მცენარეების, წყალსატევისა და ტბის უჩვეულო გარემოცვაში „გლეხური ცხოვრების“ ფუფუნებით ტკბებოდა.
 
ვერსალი უამრავი ცნობილი ადამიანის შთაგონების წყაროდაც ქცეულა. ევროპელი მონარქებიც ვერსალს ლუი XIV-ის სიძლიერის სიმბოლოდ აღიქვამდნენ და რეზიდენციას მის სტილში აწყობდნენ.
 
სასახლეთა კომპლექსი პირნათლად ემსახურებოდა სამეფო დიდებულებს 1682 წლიდან [[საფრანგეთის რევოლუცია|1789 წლის რევოლუციამდე]]. ის მუდამ რჩებოდა ძველი ევროპული სტილის სამეფო ელეგანტურობის სიმბოლოდ. ვერსალი მდიდრული თეატრალური გასართობი იყო, ამასთან ფუფუნებისა და ძალაუფლების დემონსტრაცია, ბრწყინვალების ნიმუშებით უხვად დახუნძლული.
 
მონარქიის დამხობის შემდეგ სამეფო რეზიდენცია რესპუბლიკელთა ხელში მოექცა. უამრავი საგანძური ლუვრში გადაიტანეს, ნახატებისა და ავეჯის კოლექციათა უდიდესი ნაწილი აუქციონზე გაიყიდა. მოგვიანებით, 1830 წელს, მეფე [[ლუი-ფილიპე ორლეანელი|ლუი-ფილიპემ]] კომპლექსის ნაწილი დიდ მუზეუმად გარდაქმნა. მან თავის შექმნილ განძთსაცავში დღის სინათლეზე გამოიტანა ქვეყნის ისტორიის მრავალი რარიტეტი, თუმცა მრავალი ღირსშესანიშნაობა, მათ შორის 6 ათასი ფერწერული ნიმუში და 2 ათასამდე სკულპტურა საზოგადოებისაგან მაინც დაფარული რჩებოდა. ლუი-ფილიპემ უამრავი რევოლუციამდელი ნივთი დააბრუნა სასახლეში.
 
დღეს ვერსალში მნახველს შეუძლია შეაბიჯოს საფრანგეთის მონარქიის სამეფო კარზე და მაშინდელ ეპოქაში გადაინაცვლოს. ის მოინახულებს ისტორიის ნაწილად ქცეულ ნივთებსა და ადგილებს, მათ შორის ინტიმურსაც, რომლებიც იმავე სახითაა შემინახული, როგორც უკანასკნელი მონარქის ლუი XVI-ისა და მისი ოჯახის სამეფო რეზიდენციიდან გამოსახლების ღამეს გამოიყურებოდა.