თემურლენგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
94.43.11.64-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Tamerlan.jpg|thumb|თემურლენგიდედამოტყნული]]
[[ფაილი:Das Reich Timur-i Lenks (1365-1405).GIF|მინი|თემურლენგის იმპერია, 1365-1405 წწ.]]
'''თემურლენგი)''', '''ტამერლანი''' (დ. [[1336]], [[ხოჯა-ილგარი]] ― გ. [[18 თებერვალი]], [[1405]], [[ოთრარი]]) — შუააზიელი მხედართმთავარი, [[ემირა|ემირი]] ([[1370]]-[[1405]]), გათურქებული მონღოლური ტომის ბეგის თარაღაის შვილი. ახალგაზრდა თემურლენგმა სახელი გაითქვა ფეოდალურ შინაომებში, [[ვილაიეთი]]ს მმართველი გახდა ([[1362]]) და ცოლად შეირთო [[ბალხი]]სა და [[სამარყანდი]]ს მფლობელის ჰუსეინის და. [[1362]] წელს ფეხში დაიჭრა და ამის გამო „თემურლენგი“ (ტაჯიკურად „კოჭლი თემური“) შეარქვეს. ორგანიზატორული და სამხედრი ნიჭის წყალობით თემურლენგი ჰუსეინთან ერთად სათავეში ჩაუდგა ფეოდალთა ლაშქარს და შეება [[მოგოლისტანი]]ს ჯარს, მაგრამ დამარცხდა. მალე თემურლენგსა და ჰუსეინს შორის დაიწყო ბრძოლა ხელისუფლებისათვის. [[1370]] წელს თემურლენგმა ემირის წოდება მიიღო და [[ჩინგიზ-ყაენი]]ს შთამომავალთა სახელით ერთპიროვნულად განაგებდა [[მავერანაჰრი|მავერანაჰრს]]. [[1388]] წელს აიღო [[ხვარაზმი]] და დაანგრია მისი დედაქალაქი [[ურგენჩი]].
 
თემურლენგის სახელმწიფო წარმოადგენდა ფეოდალურ სამფლობელოთა [[კონგლომერატი|კონგლომერატს]]. მისი ჯარი, ჩინგიზ-ყაენის ტრადიციების მიხედვით, ათეულების სისტემაზე იყო აგებული. თემურლენგი დიდ ყურადღებას უთმობდა მეცნიერულ და კულტურულ განვითარებას, დაპყრობილი ქვეყნებიდან მოჰყავდა ოსტატები და აგებდა სასახლეებს, მეჩეთებს, მავზოლეუმებს. მისი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო სამარყანდი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თემურლენგი“-დან