ქოქშაალთაუ: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გამარჯვების პიკს სახელწოდება შეეცვალა (იხ. ინგლისურენოვანი ვიკიპედია)
ხაზი 24:
| რუკის წარწერა =
}}
'''ქოქშაალთაუ''' ან '''ქოქშაალ-თაუ''' — ქედი [[ტიან-შანი]]ს სამხრეთ ნაწილში. განფენილია [[ყირგიზეთი]]სა და [[ჩინეთი]]ს ტერიტორიებზე. გადაჭიმულია დაახლოებით 400 კმ-ზე. სიმაღლე 4000-6000 მ, მაქსიმალური სიმაღლე 7439 მ (მწვერვალი [[ჟენიშ-ჩოკუსუ (გამარჯვების პიკი)|გამარჯვების პიკი]]). დამახასიათებელია ალპური რელიეფი. შუა და აღმოსავლეთ ნაწილში განვითარებულია მძლავრი გამყინვარება, რომლის საერთო ფართობია 983 კმ². აგებულია თიხოვანი ფიქლებით, ქვიშაქვებით, კირქვებით, გაკვეთილი გრანიტული ინტრუზივებით. დანაწევრებულია მდინარეების სარიჯაზის, ქოქშალისა და უზენგეგუშის ხეობებით. სამხრეთი ფერდობი დაფარულია სტეპური მცენარეულობით, თხემურ ნაწილში კლდისა და ჩამონაშალის გამეჩხრებული მცენარეულობაა, მთის ტუნდრა; ჩრდილოეთ კალთაზე — მაღალმთიანი მდელო და მდელოს სტეპი.
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქოქშაალთაუ“-დან