არჩილ სულაკაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
იარლიყი: წყაროს რედაქტირება 2017
ხაზი 6:
== შემოქმედება ==
პოეტის პირველი ლექსები [[1946]] წელს "ლიტერატურულ გაზეთში“ დაიბეჭდა, ხოლო 1951 წელს გამოვიდა მისი ლექსთა პირველი წიგნი. მას ეკუთვნის პოეტური კრებულები: "ჩემი ქუჩის დღესასწაული“ (1956), "საგზალი“ (1959), "ოთხივე მხრიდან“ (1975), "სიჩუმე“ (1978), "ლექსები“ (1980). პროზაულ ნაწარმოებებს შორის აღსანიშნავია „ტალღები ნაპირისკენ მიისწრაფიან“ (1957), „[[ბიჭი და ძაღლი]]“ (1966), „ოქროს თევზი“ (1966), „[[სალამურას თავგადასავალი]]“ (1969; შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია,1971წ), „ლუკა“ (1972), „თეთრი ცხენი“ (1984), კრებულები „მოთხრობები. რომანი“ (1972), „მოთხრობები“ (1975) და სხვა.
 
1973 წლიდან იყო გამომცემლობა „[[ნაკადული (გამომცემლობა)|ნაკადულის]]“ დირექტორი, 1982 წლიდან ჟურნალ [[მნათობი (ჟურნალი)|„მნათობის“]] მთავარი რედაქტორი. 1971 წელს მიანიჭეს შოთა რუსთაველის პრემია, დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენითა და მედლებით.
 
არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 1997 წელს, თბილისში. დაკრძალულია [[დიდუბის პანთეონი|დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში]].