დონალდ ტრამპი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 65:
დონალდ ტრამპი ჰოლდინგური [[The Trump Organization]]-ის თავმჯდომარე და პრეზიდენტია, რომელიც შექმნილია ტრამპის უძრავი ქონებისა და სხვადასხვა ბიზნეს-ინტერესებისათვის. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტის დაკავებამდე, იგი კომპანიაში თანამდებობას დატოვებს. საკუთარი მოღვაწეობის მანძილზე, ტრამპს მსოფლიოს მასშტაბით აშენებული აქვს საოფისე კოშკები, სასტუმროები, სამორინეები, გოლფის მოედნები და ბრენდირებული სხვადასხვა ობიექტები.
 
ტრამპი დაიბადა და გაიზარდა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]]. 1968 წელს ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი მიიღო [[პენსილვანიის უნივერსიტეტი]]ს უორტონის სკოლაში. 1971 წელს მამამისის, [[ფრედ ტრამპი]]სგან მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონება და სამშენებლო კომპანია, რომელსაც მოგვიანებით სახელი შეუცვალა და The Trump Organization დაარქვა. 1996-2015 წლებში ფლობდა სილამაზის კონკურს [[Miss USA]]-ს. 2000 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა რეფორმების პარტიიდან სცადა, თუმცა ხმის მიცემის დაწყებამდე კანდიდატურა მოხსნა. 2004-2015 წლებში, ტელეარხ [[NBC]]-ზე მიჰყავდა რეალითი სატელევიზიო სერიალი The Apprentice. 2016 წელს, [[Forbes]]-ის მილიონერთა სიაში ტრამპი მსოფლიო მასშტაბით 324-ე ადგილს იკავებს, აშშ-ში კი 156-ე პოზიციას.
 
2015 წლის ივნისში, ტრამპმა საკუთარი თავი რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად წამოაყენა და სწრაფად იქცა კანდიდატობისთვის მებრძოლ რეალურ კანდიდატად თავისი პარტიიდან. 2016 წლის მაისში, მისმა რესპუბლიკელმა კონკურენტებმა თავიანთი კამპანია შეაჩერეს და უკვე ივლისში, ტრამპი ოფიციალურად დასახელდა პრეზიდენტობის კანდიდატად 2016 წლის არჩევნებზე. ტრამპის საარჩევნო კამპანიამ უპრეცედენტო ყურადღება ჰპოვა მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. მისი მრავალი განცხადება ინტერვიუებში, [[Twitter]]-ზე და უშუალოდ კამპანიის დროს, საკამათო ან ყალბი აღმოჩნდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დონალდ_ტრამპი“-დან