კვინისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 15:
'''კვინისწყალი''', ''კვინწყალი'' — მდინარე [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტში]]. მდინარის ხეობაში და მის მიმდებარედ გაშენებულია სოფლები: [[უხუთი]], [[ინაშაური]] და [[ამაღლება]].
 
მდინარე სათავეს იღებს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოებაზე არსებული მთა კვინისთავის (1982,2 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ში 1925 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ [[ამაღლება|ამაღლები]]ს ჩრდილოეთით 2 კმ-ში მარცხნიდან უერთდება ეგრედ წოდებულ [[რიონი|რიონის]] შტოს, რომელიც სოფელ [[დიდველა|დიდველიდან]] მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად კვინისწყლისა და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, [[ფერეთა (მდინარე)|ფერეთას]], <nowiki/>[[კორისწყალი|კორისწყალს]] და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება ==
[[ცხენისზურგი]]ს მთით კვინისწყლის [[მდინარის აუზი|აუზი]] გამოიყოფა [[სულორი (მდინარე)|სულორის]] აუზისგან. ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ [[ქვიშაქვა|ქვიშაქვები]], [[მერგელი|მერგელები]], [[ბაზალტი|ბაზალტები]] და [[ანდეზიტი|ანდეზიტები]]. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი [[ალუვიონი|ალუვიური]] განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85% დაფარულია ხშირი [[ფოთლოვანი ჯიშები|ფოთლოვანი]] ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.
 
მდინარის [[ხეობა]] სათავიდან სოფელ [[ზედა გორა]]მდე V-ეს ფორმისაა, ქვემოთ ტრაპეციული ფორმის, ხოლო რიონის მარცხენა ტერასაზე არამკაფიოდ არის გამოხატული. მდინარე სოფელ [[ქვედა გორა]]მდე ტიპიური მთის მდინარის ხასიათს ატარებს. მის კალაპოტში გვხვდება ნაკადის მიერ მოტანილი დიდი ზომის დამუშავებული ქვები, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი 1 მ-მდეა. ნაკადის სიგანე იცვლება 3-4 მ-დან 7-8 მ-მდე, სიღრმე 0,3-დან 0,8 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 1,2 მ/წმ-დან 0,9 მ/წმ-მდე.
 
== ჰიდროლოგიური მახასიათებლები ==
მდინარის სიგრძეა 20,5 კმ, საერთო ვარდნა 1886 მ, საშუალო ქანობი 92,0%, [[მდინარის აუზი|წყალშემკრები აუზის]] ფართობი კი 46 კვ. კმ-ია. მდინარე საზრდოობს [[თოვლი|თოვლის]], [[წვიმა|წვიმის]] და [[გრუნტი|გრუნტის]] წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება გაზაფხულის [[წყალდიდობა|წყალდიდობით]] და [[წყალმოვარდნა|წყალმოვარდნებით]] მთელი წლის განმავლობაში. [[წყალმცირობა]] ძირითადად ზაფხულის თვეებში აღინიშნება. მდინარე გამოიყენება სოფლის [[წყლის წისქვილი|წისქვილების]] სამუშაოდ და სარწყავად.
 
== სარეწაო მნიშვნელობა ==
სახეობათა მრავალფეროვნების მიხედვით კვინისწყალი [[სენსიტიურობა|სენსიტიურია]]. არა აქვს სარეწაო მნიშვნელობა. განვითარებულია სამოყვარულო [[თევზჭერა]]. სტატუსი შეიძლება შეფასდეს, როგორც [[ტოფობა|სატოფე]]-სანასუქო. მდინარეში ბინადრობს 10 აბორიგენული [[თევზები|თევზის]] სახეობა.
 
{| class="wikitable"
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვინისწყალი“-დან