კვინისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 18:
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება ==
[[ცხენისზურგი]]ს მთით კორისწყლისკვინისწყლის აუზი გამოიყოფა [[სულორი (მდინარე)|სულორის]] აუზისგან. ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, ბაზალტები და ანდეზიტები. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85% დაფარულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.
 
მდინარის ხეობა სათავიდან სოფელ [[ზედა გორა]]მდე V-ეს ფორმისაა, ქვემოთ ტრაპეციული ფორმის, ხოლო რიონის მარცხენა ტერასაზე არამკაფიოდ არის გამოხატული. მდინარე სოფელ [[ქვედა გორა]]მდე ტიპიური მთის მდინარის ხასიათს ატარებს. მის კალაპოტში გვხვდება ნაკადის მიერ მოტანილი დიდი ზომის დამუშავებული ქვები, რომელთა მაქსიმალური დიამეტრი 1 მ-მდეა. ნაკადის სიგანე იცვლება 3-4 მ-დან 7-8 მ-მდე, სიღრმე 0,3-დან 0,8 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 1,2 მ/წმ-დან 0,9 მ/წმ-მდე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვინისწყალი“-დან