კვინისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 17:
მდინარე სათავეს იღებს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოებაზე არსებული მთა კვინისთავის (1982,2 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ში 1925 მეტრის სიმაღლეზე. სოფელ [[ამაღლება|ამაღლები]]ს ჩრდილოეთით 2 კმ-ში მარცხნიდან უერთდება ეგრედ წოდებულ რიონის შტოს, რომელიც სოფელ დიდველიდან მოყოლებული გამოყოფილია რიონის ძირითადი ნაწილიდან და პარალელურად მიედინება, გზად კვინისწყლისა და სხვადასხვა მცირე შენაკადების გარდა შეირთავს ბანურას, [[ფერეთა (მდინარე)|ფერეთას]], <nowiki/>[[კორისწყალი|კორისწყალს]] და ამაღლების სიახლოვეს რიონის სხვა რამდენიმე ნაკადში იხლართება.
 
== ფიზიკურ-გეოგრაფიული და ჰიდროლოგიური დახასიათება ==
მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, ბაზალტები და ანდეზიტები. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85% დაფარულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვინისწყალი“-დან