ევროპა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
5.152.73.254-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 31:
სიტყვა „ევროპა“ [[ბერძნული მითოლოგია|ბერძნული მითოლოგიიდან]] მომდინარეობს. ასე ერქვა [[ფინიკია|ფინიკიის]] მეფის, აგენორისა და ტელეფასას ასულს, რომელიც ზღვაში ბანაობისას [[ზევსი|ზევსმა]] დაინახა და ძალიან მოეწონა. ის ქალიშვილს თეთრი ხარის სახით გამოეცხადა, მოიტაცა და კუნძულ [[კრეტა]]ზე წაიყვანა. აქ მათ სამი შვილი ეყოლათ: [[მინოსი]] (მომავალში კრეტის ლეგენდარული მეფე), რადამანთისი და სარპედონი. სწორედ ამ ასულის სახელი უწოდეს ბერძნებმა კონტინენტს. აღსანიშნავია, რომ [[ჰომეროსი]]სათვის „ევროპა“ კრეტის მითიური დედოფალი იყო და არა გეოგრაფიული სახელწოდება.
 
== გეოგრაფია ==
ეს ყველაფერი არის დებილობააა
ევროპის ფართობი დაახლოებით 10 მლნ კმ²-ია, მათ შორის კუნძულები შეადგენენ 730 ათას კმ²-ს. ევროპას გარს აკრავს [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის]] და [[ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთი ყინულოვანი]] ოკეანეები და მათი ზღვები. ევროპის სანაპირო ხაზი ერთობ დანაწევრებულია, ნახევარკუნძულების ([[კოლის ნახევარკუნძული|კოლის]], [[სკანდინავიის ნახევარკუნძული|სკანდინავიის]], [[პირენეის ნახევარკუნძული|პირენეის]], [[აპენინის ნახევარკუნძული|აპენინის]], [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის]]) წილად მოდის ევროპის ფართობის ¼.
 
მიუხედავად არცთუ ისე დიდი ფართობისა, ევროპა ბუნების მნიშვნელოვანი თავისებურებებითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. მრავალფეროვანია არა მარტო ბუნება, არამედ მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა, სამეურნეო საქმიანობა, მეურნეობის განვითარების ისტორია და მისი დონე, პოლიტიკური რუკა და სხვ. მსოფლიოს ეკონომიკურად განვითარებული 31 ქვეყნიდან 24 ევროპაშია, მათ შორის 4 დიდი "შვიდეულიდან". იგი საერთაშორისო ტურიზმის მთავარი რეგიონია, მასთან ყველაზე ძლიერ შეცვლილი ველური ბუნებით. ევროპა მსოფლიო ცივილიზაციის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი კერაა. მსოფლიო ცივილიზაციის ისტორიის ყველაზე ცნობილი 100 პიროვნებიდან, 71 ევროპელია. აქედან გადიოდა უძველესი სავაჭრო გზები. ახალი ქვეყნების აღმოჩენის ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი ევროპას ეკუთვნის.
 
=== რელიეფი ===
საშუალო სიმაღლე 300 მ-ია, მაქსიმალური — 5642 მ (მთა [[იალბუზი]]). ჭარბობს დაბლობები, რომელთა შორის აღსანიშნავია — [[აღმოსავლეთ ევროპის ვაკე|აღმოსავლეთ ევროპის]], [[შუაევროპის ვაკე|შუაევროპის]], შუადუნაის, ქვემო დუნაის, [[პარიზის აუზი]]), მთებს უკავია ტერიტორიის 17 %. ძირითადი მთიანი მასივებია: [[ალპები]], [[კარპატები]], [[პირენეები]], [[აპენინები]], [[ურალის მთები]], [[სკანდინავიის მთები]], [[ბალკანეთის მთები]]. მოქმედი ვულკანებია ისლანდიაში და ხმელთაშუა სანაპირო ზოლში.
 
=== [[ჰავა]] ===
ევროპის გეოგრაფიული მდებარეობა და ჰაერის მასების დასავლეთური გადატანა განაპირობებს მის ზომიერსა და საკმაოდ ნოტიო (ზღვის) ჰავას. რადიაციული ბალანსის საშუალო წლიური სიდიდე ყველგან დადებითია, მატულობს სამხრეთისაკენ. ევროპის ჰავის ჩამოყალიბების რადიაციული და ცირკულაციური ფაქტორები მკაფიოდ იცვლება სეზონების მიხედვით. ზამთარში უდაბლესი ატმოსფერული წნევაა ატლანტიკის ჩრდილოეთში ([[ისლანდია|ისლანდიის]] დეპრესია). აქედან წნევა მატულობს სამხრეთ-აღმოსავლეთით და აღმოსავლეთით კასპიისპირეთამდე და სამხრეთ ურალამდე, სადაც შემოდის [[აზია|აზიის]] ანტიციკლონის ტოტი. [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] დასავლეთ ნაწილში, რომელიც აზორის ანტიციკლონის გავლენას განიცდის, ძლიერდება ჰაერის მასების დასავლეთური გადატანა. ამ ზოლში წარმოიქმნებიან [[ციკლონი|ციკლონები]], რომლებიც დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადაადგილდებიან და ამასთან, მაღალი განედებისაკენ იხრებიან. პოლარული ჰაერი დომინირებს ევროპის ევროპის უმეტეს ნაწილში. ხმელთაშუაზღვისპირეთში იგი ზოგჯერ ადგილს უთმობს ტროპიკულს. შემოჭრილი არქტიკული ჰაერის მასები აღწევს [[ალპები|ალპებს]], [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთსა]] და [[ყირიმი|ყირიმს]].
 
[[იანვარი|იანვრის]] საშუალო ტემპერატურა უმაღლესია ხმელთაშუაზღვისპირეთში (10-12 °C), უდაბლესია მდინარე [[პეჩორა|პეჩორის]] აუზში (-20 °C), აღსანიშნავია ევროპის ტემპერატურის აბსოლუტური მინიმუმი (-52 °C). საერთოდ, [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთი ევროპის]] ჰავა რბილია, [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთისა]] კი - ყინვიანი და თოვლმდგრადი. ზაფხულობით ციკლონების მოქმედება ზამთართან შედარებით სუსტდება.
 
ხმელთაშუაზღვისპირეთში დომინირებს ტროპიკული ჰაერი, არქტიკაში - არქტიკული, ევროპის დანარჩენ ადგილებში კი - პოლარული. ოკეანისპირა ტერიტორიის ჰავა უფრო გრილია, ვიდრე იმავე განედებზე მდებარე შიდაკონტინენტური რაიონებისა.
 
[[ივლისი]]ს თვის საშუალო ტემპერატურა უმაღლესია ხმელთაშუაზღვისპირეთში (28-30 °C), უდაბლესია არქტიკულ კუნძულებზე (2-4 °C), ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი ფიქსირდება [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს სამხრეთ ნაწილში (48 °C).
 
ნალექების წლიური რაოდენობა აღმოსავლეთისაკენ მცირდება. ატლანტისპირა რაიონებში და მთის ქარპირა კალთებზე იგი 1000-2000 მმ-ს აღწევს ([[ადრიატიკის ზღვა|ადრიატიკის ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე 4000 მმ-ს აღემატება), ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში 500-200 მმ-მდე კლებულობს. ხმელთაშუაზღვისპირეთისა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე ნალექების მაქსიმუმი [[ზამთარი|ზამთარშია]], მინიმუმი - [[ზაფხული|ზაფხულში]]. შუა და ჩრდილოეთ ევროპის ატლანტისპირა რაიონებში ნალექიანობა სეზონების მიხედვით თითქმის თანაბარია; შიდაკონტინენტურ რაიონებში ნალექების მაქსიმუმი ზაფხულობითაა. ევროპის უმეტეს ნაწილში ნალექების წლიური ჯამი აღემატება აორთქლებადობას და დანესტიანება საკმარისია ან ჭარბი. სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგიერთ მთათაშუა დადაბლებებში არასაკმარისი დანესტიანებაა. ხმელთაშუაზღვისპირეთში დანესტიანების უკმარისობა მხოლოდ ზაფხულობითაა. ამ რაიონებში თითქმის ყველგან აუცილებელია ხელოვნური მორწყვა.
 
ევროპაში არქტიკული, სუბარქტიკული, ზომიერი განედებისა და სუბტროპიკული სარტყლების ტიპის ჰავაა. არქტიკული სარტყელი მოიცავს არქტიკის ევროპულ სექტორის კუნძულებს. აქ ჰავა მკაცრია, ზამთარი ხანგრძლივი და ყინვიანი, იცის შტორმი და ქარბუქი; ზაფხული ხანმოკლე და გრილია (ივლისის საშუალო ტემპერატურა 5 °C არ აღემატება); ნალექები უმთავრესად [[თოვლი]]ს სახით მოდის. სუბარქტიკულ სარტყელში ([[ისლანდია]], [[ფენოსკანდინავია|ფენოსკანდინავიისა]] და აღმოსავლეთ ევროპის ვაკის ჩრდილოეთი ნაწილები) ზაფხული უფრო ხანგრძლივი და თბილია. ზამთარი დასავლეთით რბილია, აღმოსავლეთით - ყინვიანი; ნალექები, შესაბამისად, 1000 და 400 მმ წელიწადში. ზომიერ სარტყელში ჩრდილოეთით უფრო ცივი, ბორეალური ჰავაა, სამხრეთით უფრო თბილი, სუბბორეალური. გარდა ამისა, ამ სარტყლის დასავლეთ ნაწილში ზღვის ჰავაა (ტემპერატურის რყევის წლიური ამპლიტუდა მცირეა); ზაფხული სამხრეთით თბილია, ჩრდილოეთით - გრილი, იცის რბილი ზამთარი, ვაკეებზე თოვლის საფარი არამდგრადია, ნალექები ყველა სარტყელში უხვადაა, დანესტიანება საკმარისია ან ჭარბი. აღმოსავლეთ ნაწილში ჰავა ზომიერად კონტინენტურია, იცის ყინვიანი, თოვლუხვი ზამთარი (სამხრეთ რაიონების გარდა). ზაფხული ჩრდილოეთით გრილია, ცენტრში - თბილი, სამხრეთით - ცხელი. ტემპერატურის წლიური ამპლიტუდა დიდია; ნალექების წლიური ჯამი ჩრდილოეთით აღემატება აორთქლებადობას, ცენტრში თითქმის უთანაბრდება, სამხრეთით კი მასზე ნაკლებია.
 
სუბტროპიკულ სარტყელში (ხმელთაშუაზღვისპირეთსა და ყირიმის სამხრეთ სანაპიროზე) [[ხმელთაშუა ზღვა|ხმელთაშუა ზღვის]] ტიპის ჰავაა, ახასიათებს თბილი, ცვალებადამინდიანი, წვიმიანი ზამთარი; გვალვიანი, ცხელი ზაფხული. [[პირენეს ნახევარკუნძული|პირენესა]] და [[ბალკანეთის ნახევარკუნძული|ბალკანეთის]] ნახევარკუნძულების დასავლეთ სანაპიროებსა და [[აპენინის ნახევარკუნძული|აპენინის ნახევარკუნძულზე]] გავრცელებულია ამ ტიპის ჰავის ზღვის ვარიანტი (მოკლე გვალვიანი პერიოდი და უხვი ნალექები).
 
=== სანაპირო ზოლი ===
[[ფაილი:Europe topography map en.png|737x599px|მინიატიურა|ცენტრი|ევროპის ფიზიკური რუკა]]
[[ფაილი:Danubemap.jpg|მინიატიურა|მდინარე [[დუნაი]]]]
სხვა კონტინენტებთან შედარებით, ევროპას ძლიერ დანაწევრებული სანაპირო ზოლი აქვს (სანაპირო ზოლის 1 კმ-ზე მოდის ტერიტორიის 246 კვ. კმ). სანაპირო ზოლის საერთო სიგრძე დაახლოებით 38 000 კმ-ია. მაქსიმალური მანძილი ხმელეთის შიგა ნაწილებიდან ზღვამდე 1600 კილომეტრია. ევროპის ფართობის 25 % უკავია ნახევარკუნძულებს. ჭარბობს მოვაკებული აკუმულაციური და აბრაზიული ნაპირები. მაღალი და დანაწევრებული ტექტონიკური სანაპირო აქვთ: [[კოლის ნახევარკუნძული|კოლის ნახევარკუნძულს]], [[პირენეს ნახევარკუნძული]]ს ჩრდილოეთ ნაწილს, [[ნორვეგია]]ს, [[ყირიმი]]ს სამხრეთ ნაწილს, [[ხორვატია]]ს, [[საბერძნეთი|საბერძნეთსა]] და სხვა. სანაპირო ზოლი მდიდარია კუნძულებით: ([[კრეტა]], [[სარდინია]], [[სიცილია]], [[კორსიკა]], [[ზელანდია (კუნძული)|ზელანდია]], [[ირლანდია (კუნძული)|ირლანდია]], [[დიდი ბრიტანეთი (კუნძული)|დიდი ბრიტანეთი]] და სხვა), ნახევარკუნძულებით ([[პელოპონესის ნახევარკუნძული|პელოპონესი]], [[ყირიმის ნახევარკუნძული|ყირიმი]], [[კოლის ნახევარკუნძული|კოლი]], [[აპენინის ნახევარკუნძული]], [[პირენეს ნახევარკუნძული]], [[სკანდინავიის ნახევარკუნძული]], [[ბალკანეთის ნახევარკუნძული]] და სხვა), ყურეებით ([[ბოტნიის ყურე]], [[რიგის ყურე]], [[ბისკაიის ყურე]] და სხვა). ევროპას აკრავს ხმელეთში ღრმად შეჭრილი ზღვები ([[შავი ზღვა]], [[ხმელთაშუა ზღვა]], [[ბალტიის ზღვა]] და სხვა).
 
=== შიგა წყლები ===
ევროპის შიგა წყლები საკმაოდ დიდი მოცულობისაა. ევროპის მდინარეთა უმეტესობა [[ატლანტის ოკეანე|ატლანტის ოკეანის]] აუზს მიეკუთვნება, დანარჩენი კი - [[ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე|ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისა]] და [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვისას]].
 
დიდი [[მდინარე]]ები [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთ ევროპის]] ვაკეებზე მიედინებიან. ყველა მაჩვენებლით პირველ ადგილზეა მდინარე [[ვოლგა]] (სიგრძე 3530 კმ, აუზის ფართობი 1360 ათასი კვ. კმ, საშუალო წლიური ჩამონადენი 800 მ³/წმ). [[აღმოსავლეთი ევროპა|აღმოსავლეთი ევროპის]] სხვა უდიდესი მდინარეებია [[ურალი (მდინარე)|ურალი]], [[დნეპრი]], [[დონი (მდინარე)|დონი]], [[პეჩორა]], [[დნესტრი]], [[ჩრდილოეთის დვინა]]. [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთი ევროპის]] უდიდესი მდინარეებია: [[დუნაი]] (სიგრძე 2888 კმ (სიგრძით მეორეა ვოლგას შემდეგ), აუზის ფართობი 817 000 კმ²), [[ვისლა]], [[ოდრა]], [[ელბა (მდინარე)|ელბა]], [[რაინი]], [[ლუარა (მდინარე)|ლუარა]], [[რონა]], [[ტახო]].
 
ევროპის ტერიტორიაზე [[ტბა|ტბები]] არათანაბრადაა განაწილებული. განსაკუთრებით ბევრი ტბაა ვაკეებსა და ნამყინვარევ მთებზე. ტბების უმრავლესობა მდებარეობს ტექტონიკურ ღრმულებში, ნაწილი შეგუბებულია [[მორენა|მორენებით]] ([[ლადოგის ტბა|ლადოგის]], [[ონეგის ტბა|ონეგის]], იმანდრისა და სხვა ტბები). ევროპის უდიდესი ტბებია: [[ლადოგის ტბა|ლადოგის]], [[ონეგის ტბა|ონეგის]], [[ჩუდის ტბა|ჩუდის]], [[ვენერნი]], [[ბალატონი]], [[ჟენევის ტბა|ჟენევის]] და სხვა.
 
=== ბუნებრივი ზონები ===
არქტიკის კუნძულებსა და ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის სანაპიროებზე მდებარეობს არქტიკული უდაბნოები და ტუნდრები, მის სამხრეთით — ტყეტუნდრები, შერეული და ფართოფოთლოვანი ტყეები, სტეპები, სუბტროპიკული ტყეები ხმელთაშუაზღვისპირეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთში — ნახევარუდაბნოები.
 
=== გეოლოგიური აგებულება ===
ევროპის ტერიტორიის უმეტესი ნაწილი უკავია ევროპის ძველ ბაქანს, რომელიც აგებულია არქაული და პროტეროზოური ქანებით. ბაქნის საძირკვლის კონსოლიდაციის შემდეგ უკანასკნელი 1200-1600 მლნ. წლის განმავლობაში ბაქნის ცალკეული ნაწილები დაძირვის გამო ზღვით იფარებოდა. ამის შედეგად მათზე დაგროვდა ბაქნური ფაციესებით გამოსახული დანალექი წყებები, რომელთა ასაკი მეტწილად იცვლება პროტორეზოურის ბოლოდან ტრიასულ პერიოდამდე. ბაქნის კიდეზე არსებული ღრმა დეპრესიები ამოვსებულია რამდენიმე კმ სისქის გვიანდელი ტრიასული, იურული, ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური ნალექებით. ტექტონიკურად აქტიურ ეპოქებში ვულკანური მოქმედების შედეგად ბაქნის ზედაპირზე [[ბაზალტური ფენა|ბაზალტები]] და სხვა ეფუზიური [[ქანი (გეოლოგია)|ქანები]] წარმოიშვა.
 
ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი აგებულია რიფეული ფიქლების წყებებით და ბაიკალური დანაოჭების ზოლის ნაწილს წარმოადგენს. კონტინენტის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე ([[შპიცბერგენი]]დან დათვის კუნძულზე გადავლით, [[სკანდინავიის მთები]], [[ბრიტანეთის კუნძულები]]ს ჩრდილოეთი და დასავლეთი ნაწილი, [[ირლანდიის რესპუბლიკა|ირლანდია]]) გადაჭიმულია კალედონური დანაოჭების არე. აქ განვითარებულია წითელი ფერის სქელი დევონური მოლასებით დაფარული კამბრიული, ორდოვიციული და სილურული ვულკანოგენური და დანალექი სქელი წყებები. ამ არეს ახასიათებს მაგმური ქანების სიუხვე და რთული დანაოჭება, ხოლო [[შოტლანდია]]სა და [[ნორვეგია]]ში შარიაჟებიც, რომელთა ჰორიზონტალური გადაადგილების ამპლიტუდა 100-120 კმ-ს აღწევს. კალედონური დანაოჭების სამხრეთით ჰერცინული დანაოჭების ზოლია, რომელიც ნაწილობრივ სუსტად დანაოჭებული მეზოზოური და კაინოზოური ნალექებითაა დაფარული. ჰერცინული ზოლის ფარგლებში გამოიყოფა ძველი მასივები, რომლებიც უმთავრესად კამბრიულისწინა მეტამორფული ფორმაციებითაა აგებული. ეს ძველი მასივები გარშემორტყმულია ვრცელი და მძლავრი ევგეოსინკლინური და მიოგეოსინკლინური ზონებით. ჰერცინულ დანაოჭებას მიეკუთვნება აგრეთვე ურალისა და ახალი მიწის ნაოჭა ნაგებობანი.
 
ძველი ბაქნების საზღვრების გასწვრივ [[ქვანახშირი]]ს, [[ნავთობი]]სა და მარილის შემცველი მოლასებით ამოვსებული კიდურა როფებია ([[საფრანგეთი|საფრანგეთ]]-[[ბელგია|ბელგიის]] დიდი „ნახშირიანი არხი“, ურალისწინა როფი). ევროპის სამხრეთი ნაწილი უკავია ალპურ გეოსინკლინურ (ნაოჭა) სარტყელს, სადაც აღმართულია [[ანდალუსიის მთები|ანდალუსიის]], [[პირენეს მთები|პირენეს]], [[აპენინის მთები|აპენინის]], [[ალპები]]ს, [[კარპატები]]ს, [[ბალკანეთის მთები|ბალკანეთის]], [[ყირიმის მთები|ყირიმისა]] და სხვა ახალგაზრდა მთები. ალპურ გეოსინკლინური როფების ჩრდილოეთი ნაწილი ფარავს [[დასავლეთი ევროპა|დასავლეთი]] და [[სამხრეთი ევროპა|სამხრეთი]] ევროპის პალეოზურ ნაოჭა ნაგებობებს. აქ უმთავრესად გროვდებოდა ფიქლოვანი, ფლიშური და სქელი კარბონატული წყებები ([[ალპები]], [[კარპატები]]) და სუსტად ვლინდებოდა მაგმური პროცესები. ალპების ნაოჭა სარტყლის სამხრეთი ნაწილი წარმოიქმნა ალპების მოძრაობით დამსხვრეული ეპიბაიკალური ბაქნის ადგილზე. აქ შემორჩენილია მრავალი სტაბილური ძველი ბელტი - შუალედური მასივები და ფართოდ გავრცელებული ალპური მაგმატიზმის კვალი ჰიპერბაზიტების სახით. ალპური ნაოჭა სარტყლის ფარგლებში წარმოიშვა თავისებური ღრმულები, სადაც დედამიწის ქერქის აგებულება უახლოვდება ოკეანურ ტიპს ([[შავი ზღვა|შავი ზღვის]], ტირენის ზღვისა და სხვა ღრმულები). დადგენილია, რომ გრანიტული ფენა აქ მეტად თხელია (ან სულ არ არის) და დედამიწის ქერქის სისქე 20-30 კმ-ს არ აღემატება.
 
=== [[სასარგებლო წიაღისეული]] ===
ევროპაში მოიპოვება [[ნავთობი]] და [[ბუნებრივი აირი]], რომელთა საბადოები დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ბაქნების პალეოზოურ და მეზოზოურ ნალექებთან, მეორე მხრივ, ალპური ნაოჭა სარტყლის მთისპირა და მთათაშუა როფების ნეოგენურ წყებებთან. ნავთობის საბადოებია [[გროზნო]]სა და [[აფშერონის ნახევარკუნძული|აფშერონის ნახევარკუნძულზე]], ასევე კასპიის ზღვაში. არის ასევე [[ქვანახშირი]] ([[რუსეთი]], [[გერმანია]], [[პოლონეთი]], [[ბელგია]], [[დიდი ბრიტანეთი]], [[საქართველო]]), რკინის მადანი (ურალი, [[უკრაინა]], [[კოლის ნახევარკუნძული]], [[შვედეთი]], [[საფრანგეთი]], [[ლუქსემბურგი]]), მანგანუმის მადანი ([[უკრაინა]], [[საქართველო]]), [[ბოქსიტი|ბოქსიტები]] (ურალი, [[უნგრეთი]], [[საფრანგეთი]], [[იტალია]], [[საბერძნეთი]]), [[ფერადი ლითონები]] ([[გერმანია]], [[ესპანეთი]], [[ბულგარეთი]], [[პოლონეთი]]) და სხვა.
 
== ბუნება ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ევროპა“-დან