კვინისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
}}
'''კვინისწყალი''', ''კვინწყალი'' — მდინარე [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტში]], [[რიონი]]ს მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს [[ცხენისზურგი]]ს მთის ჩრდილოეთ კალთებზე. მდინარის ხეობაში და მის მიმდებარედ გაშენებულია სოფლები: [[უხუთი]], [[ინაშაური]] და [[ამაღლება]].
 
კვინწყალი სოფელ ამაღლებასთან უერთდება მარცხნიდან მომდინარე რიონის ერთგვარი შტოს, რომელიც ჯამსარეცხელას, კორწყალის და ფერეთას შერწყმითაა წარმოქმნილი და რიონის სხვა რამდენიმე შტოს პარალელურად მიედინება, 4-5 კილომეტრის შემდეგ კი რიონის სხვა რამდენიმე შტოში იხლართება.
 
მდინარე კვინწყალი სათავეს იღებს [[აჭარა-იმერეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ განშტოებაზე არსებული მთა კვინისთავის (1982,2 მ) ჩრდილო-აღმოსავლეთით 1 კმ-ში 1925 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდ. რიონს მარცხენა მხრიდან სოფელ [[ამაღლება]]ს ჩრდილოეთით 2 კმ-ში. მდინარის აუზი იყოფა მთიან, მთისწინა და დაბლობ ზონებად. აუზის მთიანი და მთისწინა ზონების გეოლოგიურ აგებულებაში მონაწილეობას იღებენ ქვიშაქვები, მერგელები, ბაზალტები და ანდეზიტები. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზის ნიადაგური საფარი წარმოდგენილია ტყის ყავისფერი და ყვითელმიწა ნიადაგებით. აუზის მთიანი ზონის დაახლოებით 85% დაფარულია ხშირი ფოთლოვანი ტყით, დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სასოფლო-სამეურნეო კულტურებით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კვინისწყალი“-დან