კორისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 13:
| ქალაქები =
}}
'''კორისწყალი''', ''კორწყალი'' — მდინარე [[ბაღდათის მუნიციპალიტეტი|ბაღდათის]] და [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის მუნიციპალიტეტებში]], [[რიონი]]ს მარცხენა შენაკადი, სათავე აქვს [[ცხენისზურგი]]ს მთის ჩრდილოეთ კალთებზე. სიგრძე — 46 კმ, წყალშემკრები აუზი — 178 კვ. კმ. მდინარეზემდინარის სანაპიროებზე გაშენებულია სოფლები: [[შუბანი]], [[წითელხევიფერსათი]], [[როხიწითელხევი]], [[ზეინდარიროხი]]. მთავარი შენაკადებია —, [[ფერეთა (მდინარე)|ფერეთა]] და [[კვინისწყალიზეინდარი]].
 
კორწყალი სოფელ ზეინდართან შეერწყმის მარცხნიდან მომდინარე ჯამსარეცხელას და ფერეთას, რაც წარმოქმნის რიონის ერთგვარი შტოს, რომელიც რიონის სხვა რამდენიმე შტოს პარალელურად მიედინება, დაახლოებით სამ კილომეტრში შტოს [[კვინწყალი|კვინწყალიც]] უერთდება და 4-5 კილომეტრის შემდეგ რიონის სხვა რამდენიმე შტოში იხლართება.
 
მდინარე კორისწყალი სათავეს იღებს ქედის დასავლეთ კალთებზე, მთა კვინისთავის სამხრეთით 4 კმ-ში, 1720 მეტრის სიმაღლეზე და ერთვის მდინარე რიონს მარცხენა მხრიდან სოფელ ამაღლების ქვემოთ 2 კმ-ში. მდინარის სიგრძე 28 კმ, საერთო ვარდნა 1665 მეტრი, საშუალო ქანობი 59,1%, წყალშემკრები აუზის ფართობი 178 კმ2, აუზის საშუალო სიმაღლე კი 462 მეტრია. მდინარის სხვადასხვა რიგის შენაკადების ჯამური სიგრძე 226 კმ-ია. მდინარის აუზი იყოფა მთიან და დაბლობ ზონებად. მთიანი ზონა მდებარეობს საქართველოს სამხრე მთიანეთის ჩრდილოეთ ფერდობზე, დაბლობი კი კოლხეთის დაბლობის სამხრეთაღმოსავლეთ ნაწილში. მთიანი ზონის რელიეფი, სათავიდან სოფ. ფერსათამდე, ძლიერ დანაწევრებულია შენაკადების ხეობებით. აქ ცალკეული მთების სიმაღლეები 1000-1600 მეტრზეა. ქვემოთ რელიეფი დაბლდება 500-600 მეტრამდე, ხოლო სოფ. ფერსათის ქვემოთ იცვლება გორაკ-ბორცვიანი რელიეფით. სოფელ ზეინდარის ქვემოთ მდინარე მიედინება დაბლობზე, რომლის სიმაღლეები 60-65 მეტრს არ აღემატება. მთიანი ზონის გეოლოგია ძირითადად წარმოდგენილია დანალექი ქანებით. დაბლობი ზონა კი აგებულია ძველი ალუვიური განფენებით. აუზში ძირითადად გავრცელებულია თიხნარი ნიადაგები. აუზის დაახლოებით 50% დაკავებულია ფოთლოვანი ტყით. დაბლობი ზონის დიდი ნაწილი კი ათვისებულია სახნავებით და სასოფლო-სამეურნეო კულტურებით. მდინარის ხეობა სათავიდან სოფ. ფერსათამდე V-ეს ფორმისაა. ქვემოთ, სოფ. როხამდე ტრაპეციული, დაბლობზე კი არამკაფიოდ არის გამოხატული. ხეობის ფსკერის სიგანე 2-3 მეტრიდან (სათავეებში) იცვლება 0,4-1,0 კმ-მდე. ორმხრივი ტერასები ჩნდება სოფ. ფერსათის ქვემოთ. ტერასების სიგანე 0,3-0,4 კმ-დან 0,8-1,0 კმ-მდე იცვლება. მათი სიმაღლე 2,5-10 მეტრია. ჭალა გვხვდება სოფ. წითელხევის ქვემოთ. ჭალის სიგანე 30-40 მეტრიდან 100-150 მეტრამდე იცვლება. წყალდიდობებისა და წყალმოვარდნების პერიოდში ჭალა იფარება 1-1,3 მეტრის სიმაღლის წყლის ფენით. მდინარის კალაპოტი მთელ სიგრძეზე ზომიერად კლაკნილი და ძირითადად დაუტოტავია. ცალკეულ ადგილებში (სოფ. როხასთან) მდინარე იყოფა ორ ტოტად და ქმნის მცირე ზომის, არამდგრად კუნძულს. ნაკადის სიგანე იცვლება 1-დან 10 მეტრამდე, სიღრმე 0,2-დან 1 მ-მდე, ხოლო სიჩქარე 0,6-0,8 მ/წმ-დან 0,1-0,3 მ/წმ-მდე. მდინარე საზრდოობს თოვლის, წვიმის და გუნტის წყლებით. მისი წყლიანობის რეჟიმი ხასიათდება წყალმოვარდნებით მთელი წლის განმავლობაში. მდინარეზე ყინულოვანი მოვლენები არ ფიქსირდება. მდინარე გამოიყენება სოფლის წისქვილების სამუშაოდ და სარწყავად.
Line 19 ⟶ 21:
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-01000-00---off-0dictiona--00-1----0-10-0---0---0direct-10---4-------0-1l--11-ka-50---20-about---00-3-1-00-0-0-11-1-0utfZz-8-10&a=d&c=dictiona&cl=CL4&d=HASHca7547527a5f08be80d59a.1.10 უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი]
* [http://gogc.ge/uploads/other/0/66.pdf აღმოსავლეთ-დასავლეთის გაზსადენის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში — საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია]
 
[[კატეგორია:იმერეთის მხარის მდინარეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კორისწყალი“-დან