გრიგოლ ხურციძე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
დაიბადა 1911 წელს [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[საპრასია|საპრასიაში]] (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]) საშუალო შეძლების გლეხის, სერგო ხურციძის ოჯახში, 1927 წელს დაამთავრა ცხრაწლედი ქუთაისში, ხოლო 1931 წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] პედადოგიური ფაკულტეტი. ამავე წლის სექტემბრიდან 1941 წლის სექტემბრამდე მსახურობდა [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის რაიონის]] სკოლებში მასწავლებლად და ერთხანს დირექტორად.
 
გრიგოლ ხურციძე ლიტერატურულ ასპარეზზე 20-იანი წლების ბოლოს გამოჩნდა, აქტიური ურთიერთობა ჰქონდა თბილისელ მწერლებთან, მის არქივში დაცულია მიმოწერა [[კონსტანტინე გამსახურდია|კონსტანტინე გამსახურდიასთან]], [[მიხეილ ჯავახიშვილი|მიხეილ ჯავახიშვილთან]], [[ლეო ქიაჩელი|ლეო ქიაჩელთან]] და [[დემნა შენგელაია|დემნა შენგელაიასთან]], რომელიც გრიგოლის უპირველესი ქომაგი იყო. 1934 წელს სალიტერატურო გაზეთში გამოაქვეყნა მოთხრობა „ყანები და ხალხი“, რომელსაც რეცენზია დემნა შენგელაიამ დაურთო. ამას მოჰყვა თარგმანები, ნოველები და რომანი „ჩვენი დღე და სოფელი“, რომელიც ფრონტზე წასვლამდე ლეო ქიაჩელს დაუტოვა და დღის სინათლე მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ, [[ვანო წულუკიძე|ვანო წულუკიძის]] მეოხებით იხილა დღის სინათლე.
 
1941 წლის 10 სექტემბერს, [[დიდი სამამულო ომი|დიდი სამამულო ომის]] დაწყებიდან მალევე, გაიწვიეს [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] რიგებში. მასთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი პოეტი [[გიორგი ნაფეტვარიძე]], რომელთან ერთადაც ხურციძე სკოლაში მუშაობდა. ისინი ჯერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, [[ყირიმი|ყირიმის]] ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, [[სევასტოპოლი|სევასტოპოლის]] მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა, რამდენიმე ხნით ადრე დაიღუპა გიორგი ნაფეტვარიძეც. მათი საფლავები ცნობილი არ არის.