აფხაზეთის ომი (1992-1993): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.169.205.56 ცვლილებების გაუქმება (№3210378)
შევასწორე ტიპოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები.
ხაზი 42:
 
=== სოხუმის აღება ===
ქართულმა მხარემ გეზი [[სოხუმი]]სკენ აიღო. ქართულ შენაერთებს ცეცხლი [[გულრიფში]]ს რაიონშიც გაუხსნეს. იმავე დღეს აფხაზებმა ტამიშის ხიდი ააფეთქეს და ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ უკან დაიხიეს. მალე ქართველები სოხუმს მიუახლოვდნენ. სისხლისღვრისა და შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები ქალაქის შემოგარენში დაბანაკდნენ. ქალაქს აფხაზთა 300 კაციანი ფორმირება იცავდა, რომელსაც აფხაზეთის სამხედრო კომისარი სერგეი ბარი ხელმძღვანელობდა. იმავე დღეს [[ვლადისლავ არძინბა]]მ სოხუმის ტელევიზიით მობილიზაცია გამოაცხადა.მისივე ბრძანებით აფხაზეთის გვარდიამ საქართველოს სამთავრობო ძალებისათვის შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა დაიწყო. დაიწყო ასევე აფხაზ მოხალისეთა ბატალიონების ფორმირება. ქალაქში, რომელიც ტურისტებით იყო სავსე, პანიკა ატყდა. ისინი ქალაქს ყველა საშუალებით ტოვებდნენ. იმავე დღეს გაიმართა მოლაპარაკება მხარეებს შორის. მოლაპარაკებაზე [[ვლადისლავ არძინბა|არძინბა]] არ გამოჩენილა. [[18 აგვისტო]]ს უშედეგო მოლაპაკებების შემდეგ ქართულმა ჯარმა ქალაქში შესვლა დაიწყო. 12:30 საათზე მათ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს შენობა ბრძოლის გარეშე აიღეს. აფხაზური დროშის ნაცვლად, შენობის თავზე შინდისფერი დროშა აფრიალდა. [[ვლადისლავ არძინბა|არძინბა]]მ ქალაქი დატოვა და [[გუდაუთა]]ში გადაბარგდა.
 
== საბრძოლო მოქმედებები 1992 წელს ==
ხაზი 49:
[[15 აგვისტო]]ს ქართველებმა დაბა [[განთიადი|განთიადში]] საზღვაო დესანტი გადასხეს. იმავე დღეს დესანტმა [[ლესელიძე (გაგრის მუნიციპალიტეტი)|ლესელიძე]] შტურმით აიღო. [[საქართველო]]-[[რუსეთი]]ს საზღვარზე ქართული დროშა აღიმართა. [[19 აგვისტო]]ს კი შავნაბადას ბატალიონმა [[გაგრა]] და დაბა [[კოლხიდა]] უბრძოლველად დაიკავა. ქალაქის კომენდანტად დაინიშნა გაგრის "[[მხედრიონი]]ს" მეთაური ბადრი ფირცხელიანი, ხოლო მის მოადგილედ ილია ჭავჭავაძის საზოგადოების წევრი ჯონი ლატარია. გაგრის დაკავების შემდეგ [[გუდაუთა]]ში გახიზნული არძინბას გუნდი ფაქტობრივად ბლოკადაში მოექცა. სეპარატისტების კონტროლის ქვეშ მხოლოდ [[ბიჭვინთა]]-[[ახალი ათონი]]ს მონაკვეთი რჩებოდა. ბლოკირებული იყო ქ. [[ტყვარჩელი]]ს ზონა, სადაც კომპაქტურად ცხოვრობნენ აფხაზები.
 
[[20 აგვისტო]]ს [[არმავირი|არმავირში]] გაიმართა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების, [[როსტოვი]]ს ოლქის, [[სტავროპოლი]]სა და [[კრასნოდარი]]ს მხარეების ხელმძღვანელთა ანტიქართული შეხვედრა. [[ბორის ელცინი|ბ.ელცინისადმი]] მიმართვაში მათ გამოთქვეს შეშფოთება აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებზე [[რუსეთი]]ს ფედერაციის მთავრობის „დაგვიანებული" რეაქციის გამო.
 
20 აგვისტოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით თბილისიდან შემოსული მედიკამენტები გაგრიდან გადაეცა [[გუდაუთა|გუდაუთის]] (ე.ი. აფხაზური მხარე) რაიონულ საავადმყოფოს. მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ა.ჯორბენაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთიდან გაიყვანეს 15 ათასი დამსვენებელი რუსეთიდან.
 
[[22 აგვისტო]]ს აფხაზურმა და კონფედერატების შენაერთებმა გადმოლახეს მდ. [[გუმისთა]], მაგრამ საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ისინი უკუაგდო. იმავე დღეს ტელევიზიით გამოვიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სარდალი [[გიორგი ყარყარაშვილი|გ. ყარყარაშვილი]], რომელმაც მკვეთრი შეფასება მისცა მოწინააღმდეგის აღნიშნულ გამოხდომას და მოწინააღმდეგე გააფრთხილა <ref>[http://www.abkhazeti.org/index.php?title=Labyrinth_of_Abkhazia აფხაზეთის ლაბირინთი],გვ.127</ref>.
ხაზი 59:
იარაღის დეფიციტი [[აფხაზები|აფხაზებმა]] მოკლე პერიოდში შეივსეს. მათ [[გუდაუთა]]ში დისლოცირებული [[რუსეთი]]ს საზენიტო პოლკიდან 1000 ავტომატი, 600 ტყვიამრფქვევი, 500 ხელყუმბარა და უამრავი ტყვიაწამალი გადაეცათ.<ref name="blogspot.com" /> [[რუსები]]ს წყალობით სექტემბრის ბოლოს აფხაზთა შეიარაღება ქვეითთა ექვსი საბრძოლო მანქანით, ტ-72 ტიპის ტანკით, აგრეთვე საარტილერიო დანადგარებითა და ნაღმტყორცნებითაც შეივსო.<ref name="blogspot.com" /> იარაღთან ერთად ინტენსიურად მიმდინარეობდა სეპარატისტების ცოცხალი ძალით მომარაგება. [[რუსეთი]]ს მსხვილ ქალაქებში დაქირავებულთა მოსაზიდად სპეციალური პუნქტები მუშაობდნენ. [[21 აგვისტო]]ს მთიელ ხალხთა კონფედერაციამ [[საქართველო]]ს ომი გამოუცხადა. [[აფხაზეთი|აფხაზეთში]] ჩამოსვლა დაიწყეს [[ადიღეა|ადიღეიდან]], [[ყაბარდო-ბალყარეთი]]დან, [[ჩეჩნეთი]]დან, [[ყარაჩაევო-ჩერქეზეთი]]დან, [[ჩრდილოეთ ოსეთი|ჩრდილოეთ]] და [[სამხრეთ ოსეთი]]დან.
 
აგვისტოს ბოლოს [[გაგრა|გაგრის]] რაიონში ქართულმა მხარემ [[ბზიფი]]ს მიმართულებით შეტევა დაგეგმა. მდინარე ბზიფზე გასვლის შემთხვევაში იკეტებოდა ყველა გზა, მათ შორის მამზიშკის მთიდან ჩამოსასვლელი ბილიკებიც. ამის შემდეგ გაგრის ზონა პრაკტიკულადპრაქტიკულად შეუვალი ხდებოდა. შეტევა [[28 აგვისტო]]ს დაიწყო.
 
=== შეტევა ბზიფზე და ეშერაზე ===
ხაზი 91:
 
=== 16 მარტის ბრძოლა ===
[[1993]] წლის [[16 მარტი|16 მარტს]] ღამის 3.00 საათზე [[გუმისთა|გუმისთის]] ხაზზე მყოფ ქართულ ბატალიონებს რუსულმა ავიაციამ ცეცხლი გაუხსნა, სანგრებს ამუშავებდა არტილერიაც. საავიაციო და საარტილერიო დამუშავების შემდეგ დილის 5.00 საათზე აფხაზთა ქვეითი ნაწილები შეტევაზე გადმოვიდნენ. [[აფხაზები|აფხაზებმა]] შეტევაში იმ დროს მათ ხელთ არსებული ყველა ძალა ჩართეს. ქართული პოზიციების მასირებული იერიში რვა კილომეტრიან მონაკვეთზე ერთდროულად დაიწყო. დარტყმის ძირითადი მიმართულება სარკინიგზო სადგურთან და [[აჩადარა]]სთან შეიქმნა. თუ აფხაზები ხიდებს აიღებდნენ, ისინი შეტევაში ჯავშან ტექნიკასაც ჩართავდნენ. განსაკუთრებიგანსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა სარკინიგზო ხიდთან და [[აჩადარა]]სთან შეიქმნა. სანგრებში ხელჩართული ბრძოლა მიმდინარეობდა. ქართულმა ნაწილებმა ფლანგებზე შეტევას გაუძლეს. დილის 7:00 საათზე ცენტრში პოზიციებზე ფრონტის ხაზი მაინც გაირღვა. აფხაზურმა ფორმირებებმა ქალაქის გარეუბანში შეაღწიეს. გუმისთაზე განლაგებულ ბატალიონებს ალყაში მოქცევის საშიშროება დაემუქრათ, თუმცა გარღვევა მალე შეაჩერეს. წინა ხაზზე რეზერვიდან გადასროლილმა ნაწილებმა გარეუბანში შემოსული მოწინააღმდეგე ალყაში მოაქცია და მთლიანად გაანადგურა.
 
16 მარტს განსაკუთრებული როლი არტილერიამ ითამაშა. იერიშზე გადმოსულ სეპარატისტთა უკანა ეშელონი ქართული ქვემეხების ცეცხლში მოჰყვა. აფხაზებმა უდიდესი დანაკარგი განიცადეს. აშკარა გახდა, რომ [[აფხაზეთი|აფხაზთა]] შტურმი მიზანს ვერ აღწევდა. დაახლოებით 15:00 საათისთვის სეპარატისტებმა უკან დახევა დაიწყეს. დღის ბოლოს [[გუმისთა]] აფხაზებისგან მთლიანად გაიწმინდა.
ხაზი 98:
 
=== აფხაზთა დესანტის გადმოსხმა ტამიშში ===
16 მარტის კატასტროფის შემდეგ აფხაზურმა მხარემ გამოსავალის ძიება დაიწყო. სოხუმზე წარუმატებელი შტურმის შედეგად სეპარატისტთა არმია მთლიანად დეზორგანიზებულიდეორგანიზებული იყო. დამარცხებიდან ერთი კვირის თავზე [[23 მარტი|23 მარტს]] [[ვლადისლავ არძინბა|არძინბამ]] დახმარებისთვის კვლავ მოსკოვს მიამრთა.
 
[[14 მაისი|14 მაისს]] [[რუსეთი]]ს შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. შეთანხმება ძალაში [[20 მაისი]]დან შედიოდა. აფხაზეთში ცოცხალი ძალისა და ტექნიკის შემოყვანა ახალი ძალით განახლდა. ორი თვის განმავლობაში აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდე იყო და მხოლოდ პოზიციური ბრძოლები მიმდინარეობდა.
 
ქართული მხარესათვის აფხაზები მოულედნალადმოულოდნელად გააქტიურდნენ. [[2 ივლისი|2 ივლისს]] დილის 5.00 საათზე [[ოჩამჩირე|ოჩამჩირის]] მუნიციპალიტეტში, დაბა [[ტამიში|ტამიშთან]] აფხაზურმა მხარემ საზღვაო დესანტი გადმოსხა. დესანტის რაოდენობა 600 კაცს შეადგენდა. ბატალიონის დესანტირებას [[რუსეთი]]ს სამხედრო ხომალდი უზრუნყველობდა. 2 ივლისს ტამიშის მუნიციპალიტეტში ბაზირებული ქართული ნაწილები სანაპირო ზოლის კონტროლს პრაქტიკულად არ ანხორციელებდნენახორციელებდნენ. დესანტმა ამით ისარგებლა და ნაპირზე დაუბრკოლებლად გადავიდა. დესანტმა [[ცაკირა]]-[[ტამიში]]ს მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის სწრაფი გაფართოება დაიწყო.
 
2 ივლისს, გამთენიისას პირველი დარტყმა ტამიშში [[ლაბრა]]სა და [[ზემო კინთხი|ზემო კინთხში]] განლაგებულმა ნაწილებმა მიიღეს. დესანტთან ერთად გააქტიურდა [[ოჩამჩირე|ოჩამჩირის]] მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირება. [[ჩქირდი]]დან გამოსულმა ჯგუფმა შინაგანი ჯარების ნაწილს ჩრდილოეთიდან შეუტია. შეტევა იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ქართულმა მხარემ სამი საათის განმავლობაში დაახლოებით 300-მდე მებრძოლი დაკარგა. დესანტმა [[ოჩამჩირე]]-[[სოხუმი]]ს მაგისტრალის კონტროლი დაიწყო.
ხაზი 145:
დარტყმის ძირითადი აქცენტი ქალაქის ახალ მუნიციპალიტეტზე კეთდებოდა. ოპერაციის მხარდაჭერას შრომა-კამანის მუნიციპალიტეტში ბაზირებული აფხაზური შენაერთები განახორციელებდნენ. იმისთვის, რომ ქართულ მხარეს სოხუმში დამატებითი ძალები არ გადმოესროლა, გათვალისწინებული იყო [[ოჩამჩირე]]-[[სოხუმი]]ს დამაკავშირებელი მაგისტრალის გადაკეტვა. გეგმის განსახორციელებლად, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში მოქმედი აფხაზური ფორმირებები უნდა გააქტიურებულიყვნენ.
 
გეგმა ივლისში აპრობირებულ ოპერაციას იმეორებდა. განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მარყუჟი სოხუმთან უფრო ახლოს იკვრებოდა. ტამიშის ნაცვლად, ქალაქთან მისასვლელი გზების ბლოკირება ახალდაბასთან უდაუნდა მომხდარიყო. თუ ოპერაცია წარმატებით ჩაივლიდა, სოხუმში შესაღწევად მხოლოდ საჰაერო გზა რჩებოდა. რუსულმა გეგმამ ამაზეც იზრუნა. ბაბუშერას აეროპორტის სიახლოვეს, ჰაერ-საწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილი აფხაზთა კატარღა უნდა გაჩერებულიყო.
 
=== შეტევის დაწყება ===
ხაზი 154:
კონფლიქტის შედეგად ქართული მხრიდან 3.000-ზე მეტი მარტო ჯარისკაცი დაიღუპა. სეპარატისტები და მათი თანამებრძოლები საშინლად გაუსწორდნენ აფხაზეთის მშვიდობიან ქართულ მოსახლეობას, მარტო პატარა საკურორტო ქალაქ გაგრაში 1.000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს სასტიკი წამებითა და შეურაცხყოფით. ეთნიკური წმენდა და მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურების საშინელი ფაქტებია დაფიქსირებული გუდაუთის, სოხუმის, ოჩამჩირისა და გალის მუნიციპალიტეტებში. სეპარატისტები ხშირ შემთხვევაში მათ მიერ აღებული სოფლების ქართულ მოსახლეობას თითქმის მთლიანად ანადგურებდნენ (სოფ. ოთხარა-გუდაუთის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალშენი, სოფ.კამანი, სოფ.შრომა, სოფ.ზემო ეშერა-სოხუმის მუნიციპალიტეტი; სოფ. ახალდაბა, სოფ. ახალი კინდღი, სოფ. ქოჩარა, სოფ.მერკულა-ოჩამჩირის მუნიციპალიტეტი) და ა.შ. ქართველების განადგურებამ პიკს ქალაქ სოხუმში მიაღწია, ქალაქის აღების შემდეგ 1.000-მდე სოხუმელი გახდა საშინელი წამების მსხვერპლი. საერთო ჯამში დაუზუსტებელი ინფორმაციით 5.000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
 
მძიმე დანაკარგები განიცადა სეპარატისტული იდეებით მოწამლულმა მცირერიცხოვანმა აფხაზმა ხალხმაც, მათ 3.000-ზე მეტი თანამემამულე დაკარგეს. ომის პერიოდში დაიღუპა ასევე რამდენიმე ასეული რუსი და ჩრდილოკავკასიელი დაქირავებული ბოევიკიც.
 
საომარი მოქმედებების გამო აფხაზეთის ავტონომიურმა რესპუბლიკამ განიცადა უზარმაზარი ნგრევა და ეკონომიკის კოლაფსი. მთლიანად განადგურდა რკინიგზა. განადგურდა 450 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა, 32 ხიდი, 500 კილომეტრი სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზები და სხვა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით კონფლიქტის შედეგად ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განადგურდა 49.000-მდე შენობა, აქედან 43.000 კერძო საცხოვრებელი სახლი. 30 ერთეული კულტურისა და 25 ერთეული ადმინსიტრაციული ობიექტი. ქალაქ სოხუმში განადგურდა 10.000-მდე შენობა, გაგრის მუნიციპალიტეტში 9.000 შენობა, სოხუმის მუნიციპალიტეტში 2.500 შენობა, გუდაუთის მუნიციპალიტეტში 400 შენობა, გულრიფშის მუნიციპალიტეტში 4.000 შენობა, ოჩამჩირის მუნიციპალიტეტში 8.000 შენობა, გალის მუნიციპალიტეტში 15.000 შენობა.
 
== კონფლიქტის შემდგომი განვითარება ==