73 378
რედაქტირება
No edit summary |
No edit summary |
||
| გვარი = ''[[Prunus]]''
| სახეობა = ატამი
| ლათ =
| ვიკისახეობები =
| commons =
}}
[[ფაილი:Peach flowers.jpg|thumb|ატმის ყვავილი]]
'''ატამი''' ({{lang-la|
ატმის ხე ან ბუჩქი იზრდება 7-8 მ-მდე, ფოთოლი ლანცეტისებრია, ორსქესიანი ყვავილის გვირგვინის ფურცლები ვარდისფერი ან აგურისფერია, ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) სხვადასხვა სიმსხოსია, წონით 250 გ აღწევს. ატმის ნაყოფი სახრავი ან საპობია, კანი მომწვანო, თეთრი, ყვითელი ან მოწითალოა. იგი შებუსული ან გლუვია ([[ვაშლატამა]]). რბილობი თეთრია ან ყვითელი. შეიცავს (%-ით) 7-12 შაქარს, 0,08-1,02 მჟავებს, 0,5-1,2 პექტინოვან ნივთიერებას, ვიტამინებსა და სხვა. ნაყოფი (ჯიშების მიხედვით) ივნისიდან ოქტომბრის შუა რიცვებამდე მწიფდება. მცირე ნაყოფს იძლევა დარგვიდან მეორე წელს, 5 წლიდან სრულმოსავლიანია. ცოცხლობს 15-16 წლამდე. სითბოს მოყვარული, სიცხისა და გვალვის ამტანი მცენარეა. კარგად და ხანგრძლივად ხარობს ალუვიურ-კარბონატულ ნიადაგებზე. მისი გავრცელების არეალი დაახლოებით ჩრდილოეთის განედი 50° და სამხრეთის განედი 40° აღწევს. ატმის კულტურას სამრეწველო მნიშვნელობა აქვს [[უზბეკეთი|უზბეკეთში]], [[ტაჯიკეთი|ტაჯიკეთში]], [[საქართველო]]ში, [[აზერბაიჯანი|აზერბაიჯანში]], [[სომხეთი|სომხეთში]], [[დაღესტანი|დაღესტანსა]] და [[ყირიმი|ყირიმში]].
|