ამერიკის შეერთებული შტატები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
მომხმარებლის 46.49.61.98 ცვლილებების გაუქმება (№3210618)
ხაზი 57:
}}
 
'''ამერიკის შეერთებული შტატები''' ({{lang-en|The United States of America, USA)}}; ასევე უწოდებენ '''შეერთებულ შტატებს''', '''აშშ-ს.''', '''შტატებს''' და '''ამერიკას''') — [[ფედერაციული სახელმწიფო|ფედერალური]] სახელმწიფო, მოიცავს [[აშშ-ის შტატები|ორმოცდაათ შტატსა]] და ერთ [[ვაშინგტონი (ქალაქი)|ფედერალურ ოლქს]]. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება [[კანადა]], ხოლო სამხრეთიდან [[მექსიკა]]. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი [[ალასკა (შტატი)|ალასკა]] მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, [[კანადა|კანადის]] [[დასავლეთი]]თ და [[რუსეთი]]ს [[აღმოსავლეთი]]თ; [[რუსეთი|რუსეთსა]] და აშშ-ს [[ბერინგის სრუტე]] აკავშირებს. შტატი [[ჰავაი]] არის [[არქიპელაგი]] [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს [[კარიბის ზღვა]]სა და [[წყნარი ოკეანე|წყნარ ოკეანეში]].
 
ქვეყნის ფართობი შეადგენს 9,83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. [[აშშ-ის ეკონომიკა|ეკონომიკის მაჩვენებლებით]] აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.