სულხან-საბა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 188.129.226.141 ცვლილებების გაუქმება (№3210696)
ხაზი 33:
 
== ბიოგრაფია ==
[[ფაილი:სულხან-საბა ორბელიანი.jpg|მინი|kaia]]
სულხან-საბა ორბელიანი 1658 წელს სოფელ [[ტანძია]]ში დაიბადა. შთამომავლობით დიდგვაროვანი ფეოდალი იყო. მამა — [[ვახტანგ ყაფლანის ძე ორბელიანი|ვახტანგი]], [[ქართლის სამეფო]]ს მდივანბეგი იყო; დედა — თამარი [[ზაალ არაგვის ერისთავი]]ს ასული. სამეფო კარზე, რომელიც [[კულტურა|კულტურისა]] და [[განათლება|განათლების]] ცენტრსაც წარმოადგენდა, ორბელიანი მეგობრობდა უფროს მამიდაშვილებთან, [[ვახტანგ V]]-ის (შაჰ-ნავაზის) განათლებულ ვაჟებთან: არჩილთან, ლევანთან, გიორგისთან (შემდეგში ქართლის მეფე [[გიორგი XI]]). ამ უკანასკნელს თავის სულიერ მოძღვრად მიიჩნევდა. მიიღო კარგი განათლება როგორც საერო, ისე სასულიერო დისციპლინებში. შემდეგში სამეფო კარზე მასვე დაევალა მომავალი ტახტის მემკვიდრის ვახტანგ ლევანის ძის ([[ვახტანგ VI]]) აღზრდა.