პაოლო იაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 21:
1911 წლიდან ბეჭდავს ლექსებს გაზეთ "კოლხიდაში". 1912–1913 წლებში, გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, სათავეში უდგას და რედაქტორობს ყოველთვიურ ლიტერატურულ-მხატვრულ ჟურნალ "ოქროს ვერძს". ამავე წლებში პოეტი გაიტაცა მხატვრობამ. ის გაემგზავრა [[პარიზი|პარიზში]] და შევიდა [[ლუვრი|ლუვრთან]] არსებულ ხელოვნების ინსტიტუტში. პარიზში პოეტი დაუახლოვდა ახალგაზრდა მხატვრებსა და პოეტებს: [[პიკასო]]ს, [[გიიომ აპოლინერი|აპოლინერს]], [[მოდილიანი]]ს და [[ილია ერენბურგი|ერენბურგს]]. ახალგაზრდა პოეტი მხატვრობასთან ერთად სწავლობს ფრანგულ პოეზიას და მაშინდელ ქართულ პრესაშიც ჩანს. ბეჭდავს წერილებსა და თარგმნებს "თემში", "მეგობარში", "თეატრსა და ცხოვრებაში", "კოლხიდაში" და სხვა ჟურნალებსა და გაზეთებში. პოეტი არ გაჰყოლია მხატვრობას, მაგრამ ჩვენ შემოგვრჩა მის მიერ კალმით შესრულებული ავტოპორტრეტი და მეგობრების ნიღაბთა ჩანახატები. იაშვილი პარიზში შეხვედრია [[კონსტანტინე ბალმონტი|კონსტანტინე ბალმონტს]] და უჩუქნია მისთვის "[[ვეფხისტყაოსანი]]". პაოლო იაშვილი [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დროს ბრუნდება პარიზიდან სამშობლოში. 1915 წელს, [[ტიციან ტაბიძე|ტ. ტაბიძესთან]], [[ვალერიან გაფრინდაშვილი|ვ. გაფრინდაშვილთან]], [[კოლაუ ნადირაძე|კ. ნადირაძესთან]], [[სანდრო ცირეკიძე|ს. ცირეკიძესთან]], ლ. ჯაფარიძესთან, ივ. ყიფიანთან და სხვა ახალგაზრდა პოეტებთან ერთად აარსებს "ცისფერი ყანწების" ორდენს და 1916 წლიდან რედაქტორობს ამავე სახელწოდების ალმანახს.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 596–598</ref>
 
პაოლო იაშვილი გულწრფელად მიემხრო [[რუსეთ-საქართველოს ომი (1921)|საქართველოს გასაბჭოებას]] და დაწერა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სახოტბო ლექსი „ახალ საქართველოს". 1924 წელს [[ჭიათურა]]ში დახვრიტეს მისი ძმა [[1924 წლის აგვისტოს აჯანყება]]ში მონაწილეობისთვის. ამან მისი გაორება გამოიწვია. 1927 წელს პაოლო არჩეული იყო სრულიად საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრობის კანდიდატად და თბილისის საბჭოს წევრად, ხოლო 1934 წელს – ამიერკავკასიის ცაკის წევრად. დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით.<ref>პაოლო იაშვილი. გამომც. ნაკადული, თბილისი 1975. გვ. 599</ref>იაშვილს ბევრი მეგობარი ჰყავდა პარტიულ წრეებში, რომლებიც 1937 წლის რეპრესიების დროს დააპატიმრეს. თავაადთავად მასაც დაუსრულებლად იბარებდნენ ჩეკაში დაკითხვებზე.
 
===მსხვერპლი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პაოლო_იაშვილი“-დან