აჭარა: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
|||
ხაზი 431:
==ისტორია==
აჭარა ისტორიულად [[საქართველო]]ს ერთ-ერთი უძველესი კუთხეა, რომელიც გეოგრაფიულად [[ზემო ქართლი]]ს, კერძოდ, [[მესხეთი]]ს ნაწილს შეადგენდა. აჭარა როგორც საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ისტორიული მხარე გვხვდება XI საუკუნის წყაროში, კერძოდ [[ლეონტი მროველი]]ს თხზულებაში, [[ფარნავაზ I|ფარნავაზ მეფის]] მიერ(ძვ.წ IV-III სს.), ქვეყნის საერისთავოებად დაყოფისა და ერისთავების განწესების შესახებ ცნობაში: {{ციტატა|მეექუსე გაგზავნა ოძრხის ერისთავი, და მისცა ტაშისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელი არს სამცხე და აჭარა|ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.24}}
საეკლესიო ისტორია მიიჩნევს, რომ საქართველოში [[ქრისტიანობა]] შემოვიდა და გავრცელდა აჭარის მხრიდან, კერძოდ [[დიდაჭარა|დიდაჭარიდან]]. იგი [[სამცხე|სამცხესთან]] და საქართველოს სხვა ისტორიულ კუთხეებთან ერთად ქრისტიანობაზე მოაქცია [[ანდრია პირველწოდებული|ანდრია პირველწოდებულმა]]. ამის შესახებ მასალებს იძლევა [[ევსევი კესარიელი]] (IVს.). შემდეგ XI საუკუნეში, ამ საკითხს შეეხნენ მთაწმინდელები, რომელთაც გადმოგვცეს მოციქულების განვლილი გზა, რაც აისახა „ქართლის ცხოვრების“ ჩანართებში. ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში კერძოდ აჭარაში რამდენჯერმე იმოგზაურა, როგორც მარტო ასევე სხვა მოციქულებთან ერთად. აღსანიშნავია, რომ გადმოცემის თანახმად [[ქრისტე|ქრისტეს]] მე-12 მოციქული [[მატათა]] [[გონიოს ციხე|გონიოში]] განისვენებს. ანდრია მოციქულის მიერ იქნა დაარსებული პირველი ეკლესია დიდაჭარაში. {{ციტატა|...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“ |ქართლის ცხოვრება, 1955, გვ.39}}
[[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასლის]] დროს აჭარა სავარაუდოდ იგივე ტერიტორიულ საზღვრებშია მოქცეული როგორც, VIII საუკუნეში მაშინ, როდესაც იგი [[ბაგრატიონები|ბაგრატიონთა]] სამფლობელოს „[[ქართველთა სამეფო|ქართველთა სამეფოს]]“ შემადგენლობაში იყო. [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიელი]] მწერლები მაგალითად [[კონსტანტინე პორფიროგენეტი]] (X ს.) მას იცნობს აჭარის სახელით, რომელიც აჭარას Αδραρἃ-თი იხსენიებს წერს, რომ აჭარა იყო ერთი იმ ოთხ საპრეფექტოთაგანი (ბერიაზახი, კარნატი, კუელი და თვით აჭარა), რომელნიც შეადგენდნენ [[სუმბატ კურაპალატი]]ს სამფლობელოს<ref>К. Ган, «Извѣстiя древнихъ греческихъ и римскихъ писателей о Кавказѣ». Часть II, გვ. 2.</ref>. [[XIII საუკუნე|XIII საუკუნის]] მეორე ნახევრიდან, ზემო ქართლი და ლაზისტანი ჯაყელების ხელში გადავიდა.
XI საუკუნის მეორე ნახევრიდან აჭარა [[ერთიანი საქართველო|ერთიანი ფეოდალური საქართველოს]] შემადგენელი ნაწილია. ამ პერიოდში ზემო აჭარა [[კლარჯეთი|კლარჯეთთან]] ერთად [[აბუსერისძენი|აბუსერიძეთა]] საერისთავოში შედიოდა და მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. XIII საუკუნის შუა წლებიდან აჭარა მის მეზობლად არსებული [[სამცხე-საათაბაგო]]ს სამთავროს ერთ-ერთ საერისთავოს წარმოადგენს, მაგრამ XV საუკუნის შუა [[ყვარყვარე II ჯაყელი|ყვარყვარე II ჯაყელმა]] აჭარა გადასცა [[გურიის სამთავრო|გურიის]] მთავარს, რომელიც ეხმარებოდა, ერთიანი საქართველოს ბოლო მეფესთან, [[გიორგი VIII]]-სთან ბრძოლაში. ბრძოლა [[1465]] წელს გაიმართა. [[ყვარყვარე II|ყვარყვარე ათაბაგსა]] და [[გიორგი VIII|გიორგი მეფეს]] შორის. ყვარყვარემ შველა და დახმარება სთხოვა [[კახაბერ I გურიელი|კახაბერ გურიელს]], რის სანაცვლოდაც საჩუქრად მისცა აჭარა და ჭანეთი.
{{ციტატა|ამისთვისცა მისცა ყვარყვარემ აჭარა და რომელნიმე ჭანეთის ადგილნი გურიელ კახბერს, რათა მწე ექმნას ერისთავთა ზედა სამცხისა და კლარჯეთისათა. ხოლო გურიელმა კახაბერ სიხარულით მიიღო ქვეყანანი...|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]}}
XVI საუკუნის დასაწყისში მზეჭაბუკ ათაბაგმა აჭარა გურიელს წაართვა, მაგრამ 1535 წლიდან ეს მხარე კვლავ [[გურიელები|გურიელის]] ხელში გადავიდა.
გვიანფეოდალურ ხანაში აჭარა ორ ძირითად ნაწილად იყოფოდა: [[ზემო აჭარა|ზემო (მაღალმთიანი) აჭარა]] და ქვემო (ზღვისპირა) აჭარა, მის ცენტრალურ ნაწილს კი [[შუახევი]] წარმოადგენდა.
XVI საუკუნის 70-იან წლებში [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთმა]] სხვა ქართულ ტერიტორიებთან ერთად აჭარაც დაიპყო. აქ ზემო და ქვემო აჭარის სანჯაყები დაარსეს და ახალციხის(ჩილდირის) ვილაიეთს შეუერთეს. ოსმალეთის ბატონომის ხანაში ზემო აჭარის [[სანჯაყ-ბეი|სანჯაყ-ბეგები]] იყვნენ [[ხიმშიაშვილები]], რომელბიც გარეგნულად [[სულთანი|სულთნის]] მორჩილები იყვნენ, თუმცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინარჩუნებდნენ [[ავტონომიური რესპუბლიკა|ავტონომიას]] და ფაქტობრივად დამოუკიდებლად განაგებდნენ მათზე დაქვემდებარებულ მხარეს. [[1829]] წლიდან ოსმალებმა ზემო და ქვემო აჭარა [[ტრაპიზონი|ტრაპიზონის ვილაიეთს]], [[ლაზისტანი|ლაზისტანის]] სანჯაყს შეუერთეს.
[[1878]] წელს [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1877-1878)|რუსეთ-ოსმალეთს]] შორის დადებული საზავო ხელშეკრულების საფუძველზე აჭარა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] შემადგენლობაში შევიდა. ახლად შემოერთებული აჭარა ადმინისტრაციულად [[ბათუმის ოკრუგი]]ს სახით გამოიყო. [[1883]] წელს [[ბათუმი|ბათუმისა]] და [[ართვინის ოკრუგი|ართვინის ოკრუგები]] გაერთიანდა და ბათუმის ოლქი შეადგინა, რომელიც ადმინისტრაციულად [[ქუთაისის გუბერნია]]ს დაექვემდებარა.
აჭარის კუთვნილების საკითხი არა ერთხელ წამოიჭრა [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] დაშლის შემდეგაც, [[1918]] წლის [[3 მარტი|3 მარტს]] [[ბრესტ-ლიტოვსკის ზავი|ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების]] შედეგად ოსმალეთმა მიიღო ბათუმის, [[ყარსი|ყარსისა]] და [[არდაგანი|არდაგანის]] ოლქები, რამდენიმე დღეში ქ. [[ტრაპიზონი|ტრაპიზონში]] დაიწყო [[ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა|ამიერკავკასიის კომისარიატისა]] და ოსმალეთის დელეგაციათა მოლაპარაკებები, რომლის მიზანიც იყო ბათუმის, ყარსისა და არდაგანის ოლქების სახელმწიფოებრივი კუთვნილების საკითხის გარკვევა, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მოლაპარაკება შეწყდა. ოსმალეთმა შეტევები განაახლა, ქართულმა მხარემ ოსმალეთის ჯარების შეჩერება მხოლოდ მდინარე [[ჩოლოქი|ჩოლოქთან]] შეძლო.
[[1918]] წლის [[4 ივნისი|4 ივნისს]] ქ. ბათუმში საქართველოსა და ოსმალეთს შორის დაიდო ხელშეკრულება რომლის ძალითაც აღსდგა რუსეთ-ოსმალეთის [[1877]]-[[1878]] წლების ომამდე არსებული საზღვრები. ე.ი. ოსმალეთს დარჩა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის დიდი ნაწილი. მოგვიანებით [[1918]] წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ოსმალეთი [[პირველი მსოფლიო ომი|პირველ მსოფლიო ომში]] დამარცხდა და იძულებული გახდა ხელი მოეწერა [[მუდროსის დროებითი ზავი|მუდროსის ზავზე]] (ფაქტობრივად კაპიტულაციაზე) საქართველოსა და ოსმალეთს შორის გაფორმებულმა ხელშეკრულებამ ძალა დაკარგა.
მას შემდეგ რაც [[საბჭოთა რუსეთი|საბჭოთა რუსეთმა]] დაიპყრო [[ამიერკავკასია]] და კვლავ დაუმეზობლდა თურქეთს დღის წესრიგში დადგა სამხრეთ კავკასიაში რუსეთ-ოსმალეთის სახელმწიფო საზღვრების დადგენა. [[1921]] წლის [[16 მარტი]]ს მოსკოვის რუსეთ-ოსმალეთის ხელშეკრულებით,დადგინდა ოსმალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი. ხელშეკრულებაში აღინიშნა, რომ ოსმალეთის საზღვარი ჩრდილო-აღმოსავლეთით იწყებოდა შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე სოფელ სარფთან, შემდეგ მიუყვებოდა ქედისმთას, შავშეთსა და კინნი-დაღის მთების წყალგამყოფ, არდაგანის (არტაანის) და ყარსის სანჯაყების ჩრდილოეთ ადმინისტრაციულ საზღვარს, მდინარეების არპა-ჩაისა და არაქსის ხეობებს. ამრიგად საბჭოთა რუსეთმა [[თურქეთი|თურქეთს]] დაუთმო საქართველოს ისტორიული ტერიტორია: [[ართვინი]]ს, [[არტაანი]]ს და [[ყარსი]]ს ოკრუგები.
საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ [[საქართველოს რევკომი]]ს [[1921]] წლის [[16 ივლისი]]ს დეკრეტით აჭარა თანამედროვე საზღვრებით [[აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა|ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად]] გამოცხადდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ აჭარის ა/რ-მ შეინარჩუნა პოლიტიკური სტატუსი. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში შედის ექვსი მუნიციპალიტეტი: [[ხელვაჩაური|ხელვაჩაურის]], [[ქობულეთი|ქობულეთის]], [[ქედი]]ს, [[შუახევი]]ს და [[ხულო]]ს, ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციული ცენტრია — ქ. [[ბათუმი]].
==გზები==
|