ევროსკეპტიციზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ევროსკეპტიციზმი''' — ტერმინი, რომელიც აღნიშნავს სკეპტიცი...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''ევროსკეპტიციზმი''' — [[ტერმინი]], რომელიც აღნიშნავს [[სკეპტიციზმი|სკეპტიკურ]] ან ნეგატიურ დამოკიდებულებას [[ევროკავშირი|ევროკავშირში]] ინტეგრაციისადმი. ევროსკეპტიციზმი, როგორც ცნება, 1971 წელს [[დიდი ბრიტანეთი|დიდ ბრიტანეთში]], ევკროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეთა შორის წარმოიშვა. ამ დროიდან მოყოლებული ტერმინი გავრცელდა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც. გარდა ევროკავშირში ინტეგრაციისა, ევროსკეპტიკოსები გამოდიან კავშირის სხვა ცალკეული პოლიტიკის წინააღმდეგ, როგორებიცაა: ერთიანი ვალუტა, ე[[ვროკონსტიტუცია]], სუპერნაციონალური ფორმირებები, კავშირის ფედერალიზაცია და ა.შ.
 
ყველაზე ხშირად ევროსკეპტიკოსები გამოდიან ნაციონალური სახელმწიფოების მხარდასაჭერად და გამოთქვამენ საშიშროებას, რომ გრძელვადიანი ინტეგრაცია ეჭვქვეშ დააყენების მათი ქვეყნების ნაციონალურ [[სუვერენიტეტი|სუვერენიტეტს]]. მიუხედავად ამისა ევროსკეპტიციზმი არ არის მკაცრად ფორმირებული იდეოლოგია. განსხვავებული ქვეყნების წარმომადგენლები დამოუკდებლად გამოთქვამენ საკუთარ უკმაყოფილებას კავშირის გარკვეული ასპექტების მიმართ. ევროსკეპტიკოსების მიზნები ასევე ხშირად განსხვავდება — კავშირიდან სრულიად გამოსვლა თუ კავშირიდან გამოუსვლელად, მის რეფორმირების სურვილამდე.
 
ევროსკეპტიკოსების ახალი ტალღა დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან.
 
2016 წლის 3 მარტს, [[ბულგარეთი|ბულგარეთის]] დედაქალაქ [[სოფია]]ში ბულგარეთის [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] უღლიდან განთავისუფლების 138-ე წლისთავისადმი გამართულ საპროტესტო აქციაზე, პარტია „ატაკას“ მომხრეებმა გადათელეს [[ევროკავშირის დროშა]].<ref>{{cite web |url=http://www.dnevnik.bg/bulgaria/2016/03/03/2716796_privurjenici_na_ataka_svaliha_znameto_na_es_ot/ |title=Привърженици на "Атака" свалиха знамето на ЕС от пилоните пред НДК |author= |date=03.03.2016 |work= |publisher=Дневник |accessdate=2016-03-03 |lang=bg}}</ref>
 
2016 წლის 23 ივნის, დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 51,89%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროკავშირიდან გამოსვლას.<ref>[https://yougov.co.uk/news/2016/02/28/eurosceptic-map-britain/ YouGov | The Eurosceptic map of Britain<!-- Заголовок добавлен ботом -->]</ref>