ოსმალეთის იმპერიის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 40:
ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიის ხელში ჩაგდების შედეგად, ოსმალეთის ხელში აღმოჩნდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები, რამაც ოსმალეთის ეკონომის საგრძნობლად გაძლიერება გამოიწვია. იმპერია იღებდა უდიდეს შემოსავალს, რაც საშუალებას აძლევდა სტაბილურად შეენახა არმია. იქიდან გამომდინარე, რომ ჯარი ფაქტიურად ყოველთვის დაკმაყოფილებული იყო, ოსმალეთი თავისი ძლიერების პერიოდში თავიდან ირიდებდა აჯანყებებსა და არეულობებს იმპერიის ტერიტორიაზე.
 
[[ბაიაზიდ II]] სულთან მეჰმედის ვაჟი იყო. მის დროს, [[ოსმალეთის იმპერია]] იბრძოდა [[პოლონეთი|პოლონეთთან]], [[ვენეცია]]სთან, [[ეგვიპტე]]სთან, [[უნგრეთი|უნგრეთსა]] და [[სპარსეთი|სპარსეთთან]]. აღნიშნული ომები არც თუ ისე წარმატებით მიმდინარეობდა და ოსმალეთის იმპერიას საგრძნობლად ასუსტებდა. ბაიაზიდი არ აგრძელებდა მამამისის პროევროპულ გზას, სასახლიდან მოაცილებინა [[იტალია|იტალიელ]] ფერმწერთა ნამუშევრები. [[1492]] წელს [[ესპანეთი|ესპანეთიდან]] გამოდევნილი [[ებრაელები]] ოსმალეთის იმპერიამ შეიფარა. ბაიაზიდის მმართველობის პერიოდში, ოსმალეთის ფლოტმა განიმტკიცა პოზიციები მდინარე [[დნესტრი|დნესტრსა]] და [[დუნაი]]ზე, რამაც საშუალება მისცა იმპერიას [[ყირიმი|ყირიმში]] თავისი ტერიტორიები გაეფართოებინა. მისი მმართველობის პერიოდში პირველად დამყარდა ურთიერთობა [[რუსეთი|რუსეთთან]]. [[1495]] წელს [[ივანე III]]-ის ელჩები [[სტამბოლი|სტამბოლში]] ჩავიდნენ. მათი მიზანი იყო, რომ ოსმალეთის იმპერიაში სავაჭრო უფლებები მოეპოვებინათ. [[1505]] წელს ოსმალეთის ფლოტი სასტიკად დამარცხდა [[ხმელთაშუა ზღვა]]ში, ვენეციის ფლოტთან. ბაიაზიდ II-მ ომი წამოიწყო ირანთან, მაგრამ მის დასრულებას ვეღარ მოესწრო. [[1481]]-[[1495]] წლებში ბაიაზიდსსულთანს ეგვიპტის დახმარებით ტახტს ედავებოდა ძმა [[ჯემ სულთანი|ჯემი]], რომელიც მისი ბრძანებით მოწამლეს.<ref>[http://www.britannica.com/biography/Bayezid-II Bayezid II]</ref>
 
== XVI საუკუნე – იმპერიის ზენიტი ==