რომის სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 75:
შემდეგი მეფე [[სერვიუს ტულიუსი]] ტარკვინიუსის სახლში იყო გაზრდილი და მისი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. ტარკვინიუსის მკვლელობის შემდეგ, მისმა ცოლმა სიძის გასამეფებლად ყველაფერი იღონა. მან გააძლიერა და გაამყარა რომის სახელმწიფო. მის სახელს უკავშირებენ რომის ტერიტორიული გაყოფის და მოსახლეობის ქონებრივი ცენზის მიხედვით დაყოფის რეფორმებს. მან მშვიდობა დაამყარა ლაციუმში, ყველა მაცხოვრებელ ერს ააშენებინა რომში ქალღმერთ დიანას ტაძარი და ამით რომი ლაცინიუმის მთავარ ქალაქად აქცია. ტარკვინიუსის ვაჟი [[ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი]] ვერ შეეგუა სერვიუსის მეფობას, მოკლა საკუთარი ცოლი და ძმა, რის შემდეგაც ძმისცოლი შეირთო, რომელთან ერთადაც მოაწყო აჯანყება და მეფე მოაკვლევინა.
 
===ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსისუპერბუს===
 
სერვიუს ტულისის ვერაგი მკვლელობის შემდეგ გამეფდა [[ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი]]. იგი დესპოტური და უსამართლო მმართველი იყო, სენატის და ხალხის აზრს სრულიად არ ითვალისწინებდა. იგი არ იყო ცუდი მხედარმთავარი, მაგრამ მისი სამხედრო გეგმებიც ისეთივე ვერაგული იყო როგორც მისი ხასიათი. ქალაქ გაბიასთან ომში მან საკუთარი შვილი, '''სექსტ ტარკვინიუსი''', გაგზავნა მტრის ბანაკში, ვითომ და ახალგაზრდა სექსტი მამას გაექცა. გაბიელებმა დაიჯერეს ეს ამბავი და კარგად მიიღეს სექსტი. მან ინტრიგებით მოახერხა ყველაზე პატივსაცემი მოქალაქეების განდევნა, რის შემდეგაც, რომაელებმა ქალაქი ადვილად დაიკავეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რომის_სამეფო“-დან