სერგო ჩახუნაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''სერგო ჩახუნაშვილი''' (დ. 1897 — გ. 1968) — ქართველი ქირურგი, მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, პროფესორი. გამოჩენილი ექიმის, პროფესორ ოთარ ჩახუნაშვილის მამა.
 
დაიბადა სოფელ ქვედა ვანში 1897 წელს, ივლიანე ჩახუნაშვილის ოჯახში. 1924 წელს დაამთავრა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. პროფესორ [[ნიკოლოზ კახიანი|ნიკოლოზ კახიანის]] მოწაფე. მედიცინის მევნიერებათა დოქტორი, სადისერტაციო შრომა — „Экспериментальные исследования о воспалительных изменениях червеобразного отростка“ (1940), საკანდიდატო დისერტაცია — "ერითროციტების დალექვის რეაქციის ცვალებადობა ოპერაციის შემდგომ პერიოდში" (1937). [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი|თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის]] სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე.