სალვადორ დალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
62.212.48.196-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა იაკობ-ის მიერ რედაქტირებული ვერ...
/* ბიოგრაფია
ხაზი 8:
[[1916]] წელს არდადეგებზე გაემგზავრა ქალაქ [[კადაკესი|კადაკესში]], სადაც [[მოდერნიზმი|მოდერნისტულ]] ხელოვნებას ეზიარა. დალის პირველი პერსონალური გამოფენა [[1919]] წელს მოეწყო. [[1921]] წელს მამამ გადაწყვიტა ჭაბუკი სალვადორი [[მადრიდი|მადრიდში]] გაეგზავნა, რათა მას სწავლა სან–ფერნანდოს აკადემიაში გაეგრძელებინა. დედაქალაქში დალიმ გაიცნო ესპანური ხელოვნების ისეთი წარმომადგენლები, როგორიცაა [[ბუნიუელი, ლუის|ლუის ბუნიუელი]], [[ფედერიკო გარსია ლორკა]] და პედრო გარფიასი.
 
მადრიდში დალი საკუთარ ნახატებში [[კუბიზმი]]სა და [[დადაიზმი]]ს შერწყმას ცდილობს. [[1926]] წელს სალვადორს აკადემიიდან რიცხავენ ქედმაღლობისა და პედაგოგებისადმი დაუდევრობის ბრალდებით. იმავე წელს, დალი პირველად მიემგზავრება [[პარიზი|პარიზში]], სადაც [[პიკასო, პაბლო|პაბლო პიკასოსპაპიტო]]

ეცნობა. საკუთარი სტილის ძიებაში დალი 1920–იანი წლების ბოლოს [[პიკასო, პაბლო|პიკასოსა]] და [[მირო, ხუან|ხუან მიროს]] შემოქმედების ზეგავლენით ჰქმნის საკუთარ ნამუშევრებს. [[1929]] წელს ლუის ბუნიუელთან ერთად მონაწილებს სიურეალისტური ფილმის "[[ანდალუსიური ძაღლი]]ს" შექმნაში. სწორედ მაშინ ხვდება პირველად იგი თავის მომავალ მეუღლე [[გალა]]ს (ელენე დიაკონოვა), რომელიც იმ დროისთვის ფრანგი პოეტის [[ელუარი, პოლ|პოლ ელუარის]] მეუღლე იყო.
 
დალის ნახატები სხვადასხვა გამოფენებზე მონაწილეობენ. ის პოპულარული ხდება. [[1929]] წელს დალი [[ბრეტონი, ანდრე|ანდრე ბრეტონის]] მიერ შექმნილ [[სიურრეალიზმი|სიურრელისტების]] ჯგუფში ერთიანდება.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სალვადორ_დალი“-დან