ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 32:
სიბნელეში ის დიდ შავ ძაღლს ხედავს და შემთხვევით იძახებს ჯადოსნურ ავტობუსს სახელწოდებით 'ღამის რაინდი'. მისი კონდუქტორია სტენ შანპაიკი. იგი უხსნის ჰარის, რომ ავტობუსს ჯადოქრების მიყვანა შეუძლია ყველგან, სადაც მათ ეს დასჭირდებათ. ჰარი გადაწყვიტავს მრუდე ქუჩაზე წავიდეს. გზად იგი შეიტყობს, რომ [[აზკაბანი]]ს ციხიდან გაქცეული [[სირიუს ბლექი]] არის საშიში ბნელი მაგი, რომელიც [[ვოლდემორი]]ს მიმდევარია და პატიმრობა მისჯილი ჰქონდა 13 ადამიანის მოკვლის გამო.
 
'გახვრეტილ კარდალაში' ჰარი ხვდება კორნელიუს ფაჯს, მაგიის მინისტრს. ფაჯი უკვე ელოდება მას და ჰარის ეშინია, რომ მაგლების თანდასწრებით მაგიის გამოყენებისათვის იგი დასჯილი იქნება, მაგრამ გაკვირვებულია, როდესაც ფაჯი უპასუხებს 'დეიდებისმამიდების გაბერვის გამო აზკაბანში ხალხს არ ვსვავთ'. სკოლის დაწყებამდე ჰარი რჩება 'კარდალაში' და ქირაობს ოთახს, პარალელურად კი სკოლისათვის ემზადება და სხვადასხვა საჭირო ნივთს ყიდულობს.
 
ჰარის ხვდებიან ჰერმიონა და რონი. ჰერმიონის კატა კნიზლი პირველივე წამებიდან უარყოფითად განეწყო რონის ვირთხის, სკებერსის მიმართ.