ოლღა გურამიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 53:
ილია ჭავჭავაძესა და ოლღა გურამიშვილის ჯვრისწერა საიდუმლოდ, [[1863]] წლის 10 აპრილს (და არა 21 აპრილს(!), როგორც ლიტერატურაში დღემდეა გავრცელებული) თბილისში, [[სამება|სამების]] (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკის უკან მდებარე) [[ეკლესია|ეკლესიაში]] ჩატარდა. ილიას მხრიდან ჯვრისწერას ესწრებოდნენ - "საქართველოს მოამბის" თანამშრომელი, დავით ყიფიანი და ნიკოლოზ ჭავჭავაძე, ხოლო ოლღას მხრიდან - ფლიგელ–ადიუტანტი ვიცე-პოლკოვნიკი ილია ჩოლოყაშვილი და "კოლეჟის ასესორი" სულხან თუმანიშვილი. ჯვარი დასწერა მღვდელმა ნიკოლოზ არდაზიანმა, რომელმაც საეკლესოი წიგნში შემდეგი რამ ჩასწერა:
"''1863 წ. №21, 10 აპრილს. სასიძო თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე, მართმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 25 წლისა. სასძლო თავად თადეოზ გურამიშვილის ქალი ოლღა, მართმადიდებელი სარწმუნოების მქონებელმა იქორწინა პირველი ქორწინებითა, 20 წლისა...''" (იხ. ხელნ.ინსტ., ილიას ფონდი, №5)
აღსანიშნავია, რომ "საქართველოს მოამბემ" 1 წელი იარსება და მხოლოდ 12 ნომრით შემოიფარგლა. მთელი ამ ხნის მანძილზე ილიას გვერდით იდგა მეუღლე ოლღა, რომელიც ყველანაირად უწყობდა ხელს ჟურნალის გამოცემაში. თავად ილია, რა თაქმა უნდა, დიდად აფასებდა და ანგარიშს უწევდა ოლრას ნიჭიერებას და ლიტერატურულ გემოვნებას. ჯერ კიდევ [[1863]] წლის 15 მარტით დათარიღებულ წერილში, ჯერ კიდევ ჯვარდაუწერელი ილია თამამად უმხელს სატრფოს თავის ლიტერატურულ ფსევდონიმს - "'''ჯუმბერიძე'''"–ს. ილიას თანამებრძოლისა პირველი ბიოგრაფის [[გროგოლ ყიფშიძის]] თქმით: "''ოლღა აღმოჩნდა ყოვლად კეთილი, სთნოსათნო ხასიათიხასიათის ადამიანი, ქველის მოქმედი, ყოველის კეთილის თანამგრძნობელი, დიდად მოსიყვარულე, თავისი სახელოვანი ქმრის და მაღმერთებელი მისის ნიჭისა''" ('''მ.გედევანიშვილის გამოცემა''', თბილისი, 1914 ., გვ.XXXI). ოლღასადმი თავისი დიდი სიყვარული და პატივისცემა ილიამ იმითაც ცხადყო, რომ სწორედ მას უძღვნა არაერთი ლექსი და რაც ყველაზე მთავარია, პოემა - "'''[[განდეგილი]]'''".
 
== კარგი დედაკაცობა ==