ქართლის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 24:
| რუკის წარწერა =
}}
'''ქართლის ქედი''', '''ფშავის ქედი''' — [[ქედი]] საქართველოში, [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის]], [[თიანეთის მუნიციპალიტეტი|თიანეთისა]] და [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]] მუნიციპალიტეტებში]].
 
გადაჭიმულია დაახლოებით 100 კმ-ზე. წარმოადგენს [[კავკასიონი|კავკასიონის]] სამხრეთ შტოქედს, გამოეყოფა მთავარ ქედს [[დიდი ბორბალო|დიდ ბორბალო]]ს მთასთან, [[ჭიჩო]]ს მთამდე მიემართება დასავლეთისკენ, შემდეგ მკვეთრად უხვევს სამხრეთისკენ და ბოლოვდება ცხვარიჭამიას უღელტეხილთან. ქედზე გადადის უღელტეხილი [[ფუტკარული]].
 
ქართლის ქედის უმაღლესი მწვერვალია ჭიჩოსმთა[[ჭიჩო]] (3084 მ), რომელიც მდებარეობს ქედის ჩრდილო მონაკვეთზე. ქართლის ქედის დასაწყისი, განედური ნაწილი, მწვერვალებით 3000 [[მ]]-ზე მაღლაა აღმართული, შემდეგ მდინარე [[ჩარგლულა|ჩარგლულის]] ხეობის სათავესთან დაბლდება 2767 მ-მდე, სამხრეთ დაბოლოებასთან კი 1400-1600 მ-მდე ეშვება.
 
აგებულია იურული, ცარცული და პალეოგენუერი ნალექი ქანებით. ჭიჩოს მთის კალთებზე შემონახულის ძველი გამყინვარების კვალი — კარები, ცირკები, პატარა ტროგები. ქედის უმეტესი ნაწილი ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქართლის_ქედი“-დან