გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 3125843 ვერსია დაბრუნდება Giorgi Balakhadze ვერსიაზე
(ბოლო ტექსტური ცვლილება გაუქმდა და 3125843 ვერსია დაბრუნდება Giorgi Balakhadze ვერსიაზე)
 
ჯერ კიდევ ჩვენი საუკუნის დასაწყისში ციხის მთავარ შესასვლელში მთლიანად დაცული ყოფილა ძვირფასად მოჩუქურთმებული კარები. ამ კარების შესახებ 1915 წელს შემდეგს წერდა პროფესორი [[ანდრეი კრასნოვი]]: „ჯერ კიდევ ახლახან დაცული იყო იშვიათი ნაკეთობის კარები, მაგრამ ეს კარები უცხოელებმა არქეოლოგებმა წაიღეს და თანამედროვე დამთვალიერებლებს დაუტოვეს მხოლოდ ნაკლებად საინტერესო ნანგრევებიო“.
 
==ისტორია==
ძველად ციხეს გვერდით ჭოროხის მარცხენა შენაკადი ჩამოდიოდა. ხალხურ თქმულებებში თავისებურად აღბეჭდილია ეს ფაქტი. თქმულებების მიხედვით, ციხეს უწინ თურმე ჭოროხი ჩამოუვლიდა და ციხის მახლობლადიქვე ზღვას ერთვოდაო. გადმოცემის მიხედვით, ამ მდინარეს უწინ სანაოსნო მნიშვნელობა ჰქონია: აქედან ძველად ნავებით ართვინში გადადიოდნენო. დროთა განმავლობაში ჭოროხის ეს ტოტი ჩაკეტილა და ტბად გადაქცეულა. ასე შექმნილა ტბა, რომელიც დღეს გონიოს ტბის სახელითაა ცნობილი.
 
ანტიკური მწერლები საკმაო სისრულით აღწერენ კოლხეთის ზღვის სანაპიროს. კოლხეთის ზღვად სტრაბონს მიჩნეული აქვს შავი ზღვის ნაწილი კოლხეთის სანაპიროზე.
 
რომაელი მწერალი გაიოს პლინუს უფროსი (+79 წ.) გადმოგვცემს, რომ აღმოსავლეთისაკენ „140,000 ნაბიჯზე ტრაპეზუნტიდან არის მდინარე აბსარი ('''Absarus'''), რომლის შესართავთან იმავე სახელობის მქონე ციხე-სიმაგრეა“<ref>Naturalis historia, VI, § 11</ref>. ამ ცნობაში დადასტურებულია ტრაპეზუნდიდან აღმოსავლეთისაკენ მდინარე აფსარი და ამ აფსარის შესართავთან აფსარის ციხე.
 
აფსარს იხსენიებს მეორე რომაელი მწერალიც — ფლაბიოს არიანეც. არიანე მოხელეც იყო, რომელიც ერთ დროს მართავდა კაპადოკიას ტიტულით Legatus Augusti pro praetore. სწორედ ამ დროს, ჩვენი წელთაღრიცხვით 134 წელს, მან იმოგზაურა კოლხეთის ზღვის გასწვრივ და ამ მოგზაურობის შესახებ იმპერატორ ჰადრიანეს (114-138) წარუდგინა ანგარიში. აქედან ირკვევა, რომ არიანე აფსარშიც მისულა. ამ მოგზაურობის შესახებ არიანე მოგვითხრობს, რომ არქაბედან აფსარამდე 60 სტადიონი (არეანეს სტადიონი 200 მეტრს უდრიდა) არისო. არიანე შემდეგ აგრძელებს თავის თხრობას და წერს: „გავედით რა აფსარიდან, ღამით ჩვენ გავიარეთ აკამფსისი, რომელიც 15 სტადიონით არის დაშორებული აფსარს. აკამფსისიდან მდინარე ბათჳს 75 სტადიონით არის დაშორებული<ref>Обезд Эвксинского понта, 9. Вестник древней истории. 1948. I, стр. 268</ref>.“ მდინარეები აფსარი და აკამფსისი ჭოროხის ორი ტოტია შესართავთან. ეს ჩანს ძველი მწერლების მითითებიდანაც. პროკოპი კესარიელი ამბობს: {{ციტატა|ჭანეთის მთებიდან ჩამოდის მდინარე სახელად ბიასი, რომელიც მას შემდეგ რაც გამოივლის მრავალ ჭალას და შემოუვლის მთაგორიან ადგილებს, ლაზიკის სოფლების მახლობლად გასწევს და ერთვის ეგრეთწოდებულ ევქსინის პონტს, მაგრამ უკვე აღარ იწოდება ბოასი... მას, სხვათა შორის, ადგილობრივი მცხოვრებლები აკამფსის უწოდებენ<ref>De bello gothico, VIII 2</ref>.}}
 
ფლაბიოს არიანე, როგორც ზემოთ მოყვანილი სიტყვებიდან ჩანს, ტრაპეზუნტიდან და შემდეგ არქაბედან ჯერ აფსარში მოსულა, ხოლო შემდეგ აკამფსისი გაუვლია. შესაბამისად აკამფსისი ჭოროხის მარჯვენა შენაკადია. მანძილი აფსარიდან აკამფსისამდე 15 სტადიონია. ცხადია აფსარი ჭოროხის მარცხენა შენაკადია, რომელიც ჩაუვლიდა იმავე სახელწოდების ციხეს და ერთვოდა ზღვას. არიანეს გადმოცემაზე დაყრდნობით აფსარის ციხე მდებარეობდა იქ სადაც ეხლა მდებარეობს გონიოს ციხე. შესაბამისად აფსარის ციხე იგივე გონიოს ციხეა. მდინარე აფსარი დღესდღეობით ამომშრალია თუმცაღა დარჩა მისგან კალაპოტი.
 
არიანეს ჩვენებით, აფსარის დასახლება ძველთაძველია და მისი არსებობა არგონავტების ლაშქრობიდან მომდინარეობს. პროკოფი შემდეგი სიტყვებით აღწერს ქალაქ აფსარს: {{ციტატა|მას გარშემო უვლიდა მრავალი კედელი და შემკული იყო თეატრითა და იპოდრომით და მას მრავალი სხვა რამეც ჰქონდა, რაც ჩვეულებრივ ქალაქის სიდიდის მომასწავებელია.}}
 
65 წელს პომპეუსმა კოლხეთი დაიპყრო. მონათმფლობელური რომის ბატონობა თავისუფლებისმოყვარე კოლხებისათვის მეტად მძიმე იყო. ამიტომ კოლხეთი ხშირად ჯანყდებოდა რომაელების წინააღმდეგ. კოლხების ერტ-ერთი აჯანყების შესახებ მოგვითხრობს რომაელი ისტორიკოსი ტაციტე. ტაციხეს გადმოცემით, აჯანყება მოხდა იმპერატორ ვესპასიანეს დროს. აჯანყება დაიწყო ტრაპეზუნტიდან და მალე გავრცელდა კოლხეთის დანარჩენ სანაპიროზეც. აჯანყებას ანტირომაული ხასიათი ჰქონდა; აჯანყებას მეთაურობდა ანიკეტი. ამ აჯანყებას მიუპყრია ვესპასიანეს ყურადრება. იმპერატორს გამოუგზავნია ძლიერი ჯარები, რომლებსაც დაუმარცხებიათ აჯანყებულები.
 
რომაელებს რეგიონის საკონტროლებლად ჯარი ჩაყებენული ჰყავდათ სატანადოდ შერჩეულ ციხე-სიმაგრეებში. ასეთი ჯარები იყო ტრაპეზუნტში, ფაზისში, დიოსკურიაში, პიტიუნტში... და სხვა. მათ აფსარის ციხეშიც ყოლიათ ჯარები. არიანე წერს: „მივედით აფსარში, სადაც ჩაყენებულია ხუთი კოჰორტა.“ აფსარის ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა რომაელებისთვის. იგი დარაჯობდა ჭოროხის შესარტავის მარცხენა მხარეს.
 
ის რომ აფსარის ციხე რომაელთა ლეგიონებისათვის პლაცდარმს წარმოადგენდა მოწმობსიტალიაში ნოლას მახლობლად აბელაში კვარცხლბეკზე აღმოჩენილი წარწერა. ამ წარწერაში მოხსენიებულია კოლონია აბელას პატრონი ცენტურიონი მარციუს პლეტორიუს ცელერი. წარწერაში მის შესახებ ნათქვამია, რომ მრავალილეგიონის ცენტურიონად დაყოფისას იგი, როგორც პართიის ომის მანაწილე, დააჯილდოვა იმპერატორმა ტრაიანემ, წარწერაში ნათქვამია, რომ ერთ დროს ის ასრულებდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე განლაგებულ და აფსარში (Numeri tendents in Ponto Absaro) დაბანაკებული დამხმარე რომაელი ჯარების მეთვალყურე რაზმების მეთაურის (praepositus) თანამდებობას<ref>Элицкий, Из исторической географии древней Колхиды, Вестник древней истории. 1938. II, стр. 310</ref>.
 
პროკოფი კესარიელის დროს (VI საუკუნეში) ქალაქი აფსარი აუკლიათ და დაურბევიათ<ref>De bello gothico, VIII 2, გეორგიკა, II, 95.</ref>. სამწუხაროდ ისტორიკოსი არაფერს გვეუბნება ამ დარბევის შესახებ. მიუხედავად ამისა, პროკოპი კესარიელის უმცროსი თანამედროვის ისტორიკოს აგათია სქოლასტიკოსის (536-582) ჩვენებით, აფსარი ისევ ქალაქად იხსენიება. ამასთან ერთად ამ ქალაქში მთავარი სატუსაღო ყოფილა, სადაცმოუთავსებიათ გუბაზ მეფის მკვლელები რუსტიკე და იოანე<ref>აგათა სქოლასტიკოსი, «Византийский Временник», 1950, III, стр 312</ref>. ეს ნიშნავს, რომ ქალაქი აფსარი კვლავ სამხედრო ადმინისტრაციული ცენტრი ყოფილა. ცხადია, იგი კვლავ განახლებულა.
 
აფსარს VII საუკუნის ბერძნული წყაროც იხსენიებს „პარემბოლე აფსაროსის“ სახელწოდებით<ref>Chronicon Paschale, გეორგიკა, IV, ნაკვეთი I, გვ. 10</ref>. პარემბოლე ისეთ ბანაკს ეწოდებოდა, რომელსაც იმპერიის საზღვრის დაცვა ევალებოდა.
 
აფსარი VIII საუკუნის ქართულ წყაროშიც გვხვდება. მწერალი [[იოანე საბანისძე]] დასავლეთ საქართველოს საზღვრების ჩამოთვლისას იხსენიებს: „საყოფელი იგი აფსარეაისა“.
 
ამ რეგიონში აღმოცენდა [[კოლხური კულტურა|კოლხური]] ბრინჯაოს კულტურა და პირველი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანებები: [[დაიაენი]] და [[კულხა]] (ძვ.წ. XIII-VIII სს.)
 
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ [[პლინიუს უმცროსი|პლინიუს სეკუნდუსს]] (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია ''აფსარუნტის'' სახელით. [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება [[არგონავტები]]ს ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] ვაჟის [[აფსირტე]]ს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს გადმოცემით:
{{ციტატა|ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს [[გონიოს ციხე|გონია]], მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე (235)<ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 323</ref>.}}
 
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ [[რომის იმპერია]], შემდეგ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტია]] და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები ([[გენუა]] და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.
 
გვიან შუა საუკუნეებში გონია და [[რკინის პალო]]ს მთის აქეთური [[ჭანეთი]] ხან [[ჯაყელები|ჯაყელთა]] მფლობელობაშია და ხან — [[ვარდანიძეები]]ს.
 
[[1547]] წელს ჭანეთი გონიითურთ [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალებმა]] დაიპყრეს. ვარდანიძე-გურიელთა ბრძოლას გონია-ჭანეთის გამოხსნისათვის შედეგი არ მოჰყოლია. თურქთა მფლობელობაში დარჩა [[1878]] წლამდე, როდესაც [[სან-სტეფანოს საზავო ხელშეკრულება|სან-სტეფანოს ზავი]]თ აჭარასთან ერთად [[რუსეთის იმპერია]]ს გადაეცა.
 
==არქეოლოგიური ექსპედიციები==