მანგროს ტყეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Mangroves.jpg|მინი|მანგროს ხეების ფესვები წყლის ზემოთ და ქვემოთ]]
'''მანგროს ტყეები''' ({{lang-en|mangrove}}) — ტანდაბალი (5-10 მ) მარადმწვანე [[ტყე]]ები ტალღებისაგან დაცულ ლამიან ტროპიკულ სანაპიროზე, რომელიც მხოლოდ [[ზღვა|ზღვის]] მოქცევისას იფარება წყლით. მანგროს ტყეების ხეებს აქვს მეტად დამახასიათებელი, ძლიერ დატოტვილი ოჩოფეხა ფესვები (რითაც ჩამაგრებულია [[ლამი (ნალექი)|ლამში]]) და ლამიდან ამოშვერილი საჰაერო ფესვები — პნევმატოფორები (რომელიც [[ჟანგბადი]]თ ამარაგებს მას). ნაყოფს ჰაერის შემცველი ქსოვილის წყალობით შეუძლია დიდხანს იტივტივოს წყალზე. სახეობრივი შემადგენლობით მანგროს ტყეები ღარიბია. უმეტესად შედგება [[Rhizophora]]-ს, [[Avicennia]]-ს, [[Aegicera]]-ს, [[Sonneratia]]-ს, [[Bruguiera]]-ს გვარის სახეობებისაგან. გვხვდება [[ეპიფიტები]] (უმეტესად [[ლუიზიანური ხავსი]]). მანგოსმანგროს ტყეები თანდათანობით გადადის მატერიკულ ტენიან ტროპიკულ ტყეებში, სადაც უკვე იზრდება პალმები. მანგროს ტყეები ძირითადად გავრცელებულია [[აფრიკა|აფრიკის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე, [[მადაგასკარი|მადაგასკარზე]], [[სეიშელი]]ს და [[მასკარენი]]ს კუნძულებზე, [[სამხრეთი აზია|სამხრეთ აზიისა]] და [[ავსტრალია|ავსტრალიის]] სანაპიროებზე, გვხვდება აფრიკის, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ატლანტის სანაპიროებზე, აგრეთვე ამერიკის [[წყნარი ოკეანე|წყნარი ოკეანის]] სანაპიროზე სამხრეთ [[კალიფორნია|კალიფორნიიდან]] ჩრდილოეთი განედის 4°-მდე.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|6|404-405|}}
* Spalding, Mark; Kainuma, Mami and Collins, Lorna (2010) ''World Atlas of Mangroves'' Earthscan, London, ISBN 978-1-84407-657-4; 60 maps showing world-wide mangrove distribution
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მანგროს_ტყეები“-დან