თამარ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 27:
[[1937]] წელს დიდი უბედურება დაატყდა თავს თამარ ღვალაძეს, - დააპატიმრეს და ე.წ. "შინსახკომის" დიდი სამეულის გადაწყვეტილებით დახვრიტეს მისი მეუღლე, თვალსაჩინო ადვოკატი და საქართველოს 1921-1937 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი [[ღვალაძე, ევგენ|ევგენ ღვალაძე]] (1900-1937).
 
[[1938]] წელს თ. ღვალაძე მიიწვიეს [[საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატა|საქართველოს სახელმწიფო წიგნის პალატის]] მთავარ ბიბლიოგრაფად. სწორედ იმ დროს პალატამ მუშაობა დაიწყო მონუმენტურ ბიბლიოგრაფიულ გამოცემაზე, - "ქართული წიგნი"-ს 1629-1920 წლების მასალების მომცველ პირველ ტომზე. ეს უაღრესად მნიშვნელოვანი წიგნი გამოიცა [[1941]] წელს (თ. ღვალაძეს ეკუთვნის ამ გამოცემის 1893-1898 და 1905-1907 წლების მასალების აღწერილობები). აღსანიშნავია, რომ წიგნის მეცნიერ-კონსულტანტი იყო აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი (1876-1940).
 
[[1941]] წელს თამარ ღვალაძის მონაწილეობით დაარსდა [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკა (2006 წლიდან [[საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა]]). დაარსებისთანავე იგი არჩეულ იქნა ამ ბიბლიოთეკის სამეცნიერო საბჭოს წევრად.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ღვალაძე“-დან