თამარ ღვალაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 17:
[[1925]] წლიდან თამარ ღვალაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ჯერ განათლების საქმეთა კომისარიატის (სამინისტროს), შემდეგ კი კულტურის სამინისტროს მუდმივმოქმედ საბიბლიოთეკო კურსებზე. იგი აქ ასწავლიდა თითქმის ორმოცი წლის მანძილზე (ასწავლიდა წიგნთმცოდნეობასა და ბიბლიოგრაფიას). [[1938]]-[[1942]] წლებში იგი ლექციებს კითხულობდა თბილისის საბიბლიოთეკო სასწავლებელშიც.
 
[[1930]] წელს სკოლისგარეშე განათლების რესპუბლიკური სახლის ბიბლიოთეკა დაიხურა და მისი მთელი წიგნადი ფონდი გადაეცა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკურ (საჯარო) ბიბლიოთეკას (ამჟამად [[საქართველოს პარლამენტის [[ჭავჭავაძე,ბიბლიოთეკა|საქართველოს პარლამენტის ილია|ილია ჭავჭავაძის]] სახელობის სახელმწიფო ეროვნული ბიბლიოთეკა]]). იმავე წელს თ. ღვალაძე მიწვეულ იქნა საჯარო ბიბლიოთეკის ცენტრალური წიგნთსაცავის გამგის მოადგილედ. [[1934]] წლის სექტემბერში იგი დაინიშნა საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტსაცავის (იშვიათი წიგნების განყოფილების) გამგედ. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა საბიბლიოთეკო საქმის თვალსაჩინო ორგანიზატორი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე [[ბროსე, ვიქტორ|ვიქტორ ბროსე]] (დიდი ფრანგი ქართველოლოგის, აკადემიკოს [[ბროსე, მარი-ფელისიტე|მარი-ფელისიტე ბროსეს]] შვილიშვილის შვილი, დახვრიტეს კომუნისტებმა 1937 წელს).
 
[[1927]] წელს თ. ღვალაძის უშუალო მონაწილეობით დაარსდა საქართველოს სახალხო განათლების სახელმწიფო რესპუბლიკური ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს ატარებს [[გოგებაშვილი, იაკობ|იაკობ გოგებაშვილის]] სახელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/თამარ_ღვალაძე“-დან