აქბარ ჰაშემი რაფსანჯანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
No edit summary
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[1934]] წლის [[25 აგვისტო]]ს ღარიბ ოჯახში. 16 წლის ასაკში გადავიდა [[ყუმი|ყუმში]], სადაც ისმენდა [[რუჰოლა ჰომეინიხომეინი]]ს ლექციებს ისლამურ სამართალში.
 
ისლამურ რევოლუციამდე პერიოდში 15 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში ანტისამთავრობო მოღვაწეობისათვის. ისლამური რევოლუციის შემდეგ შევიდა გარდამავალ რევულუციურ მთავრობაში. [[1980]] წელს გახდა მეჯლისის პირველი თავჯდომარე და ამ თანამდებობაზე დარჩა [[1989]] წლამდე.
 
[[1989]] წლის 3 აგვისტოს აირჩიეს ირანის პრეზიდენტად. მისი მმართველობის დროს ირანის ეკონომიკამ და სოციალურმა სფერომ მნიშვნელოვანი ლიბერალიზცია განიცადა. იგი განაგრძობდა რეფორმებს, რომლის მიზანიც იყო ირანში სრულფასოვანი თავისუფალი ბაზრის შექმნას, მაგრამ ამან გამოიწვია 49 %-იანი ინფლაცია.
 
რაფსანჯანის პრეზიდენტობას დაემთხვა კარდინალური ცვლილებები მსოფლიო პოლიტიკაში. მან საფუძველი ჩაუყარა [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიისა]] და [[ცენტრალური აზია|ცენტრალური აზიის]] ყოფილ [[სსრკ|საბჭოთა]] რესპუბლიკებთან ახალ კავშირებს, ჩამოყალიბდა ახალი ურთიერთობები არაბულ სამყაროსთან. თუმცა ურთიერთობა [[აშშ]]-სთან კვლავ დაძაბული რჩებოდა.
 
[[2000]] წელს აირჩიეს ირანის მეჯლისის წევრად, მაგრამ მალევე დატოვა თანამდებობა და სათავეში ჩაუდგა მიზანშეწონილობის საბჭოს, ხოლო [[2006]] წელს [[ექსპერტთა საბჭო]]ს წევრია.
 
გარდაიცვალა [[2017]] წლის 8 იანვარს. დაკრძალეს ხომეინის მავზოლეუმში.