742
რედაქტირება
--[[მომხმარებელი:Felizdenovo|გიგა]] 22:27, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)
::შემირცხვენია თქვენი და თქვენისთანების "წესები"! თქვენ რა იცით, რა არის "ვანდალიზმი"?! პირველ რიგში რაც მოგეთხოვებათ, თქვენთვის ის არის აბსოლუტურად უცხო! მართლა საცოდავები და სულით ბეჩავები ხართ, ჩემო ცანგალა და გიგა! უბედური საქართველო თქვენისთანების ხელში! სრულ მარაზმს დაამსგავსეთ ქართული ვიკიპედია. თქვენთან ურთიერთობა საღად მოაზროვნე ადამიანისთვის არის უაღრესად დამამცირებელი. თქვენი ვიკიპედია ცანგალას და გოგონას იქით ვერ წავიდა. ვიკიპედიაში თანამშრომლობა 2005 წელს დავიწყე იმ იმედით, რომ თქვენს მიზანს ქართული საქმის კეთება, საქართველოს ისტორიისა და ჩვენი ეროვნული კულტურის ობიექტურად და ღირსეულად წარმოჩენა შეადგენდა (რისგანაც ასე შორსაა ინგლისური ვიკიპედია). ამის იმედს იძლეოდა ქართული ვიკიპედიის ფუძემდებლის, აწ განსვენებულ ავთანდილ აბულაძის მოღვაწეობა. საუბედუროდ, ეს ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან და თქვენც თავდაყირა დააყენეთ ყველაფერი (ვგულისხმობ სტატიებს საქართველოს ისტორიაზე და ბიოგრაფიული ხასიათის სტატიებს). თან, როგორც ჩანს, ეს კეთდება სავსებით მიზანმიმართულად! ძალზე სამწუხაროა! ჩემო გიგა, დიახ, ე.წ. "საბჭოთა საქართველო", საუბედუროდ, ჩვენი ქვეყნის ისტორიის ნაწილია, - ავბედითი და ბნელით მოცული ნაწილი, რომელსაც თავისი სახელი უნდა დაერქვას. ამ ეპოქას, რომელმაც ქართველი საზოგადოების საუკეთესო ნაწილი და საქართველოს დამოუკიდებლობა შეიწირა, ჭირდება ობიექტურად წარმოჩენა და არა ისე, როგორც არის ის
|
რედაქტირება