რუვენ რივლინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 82:
 
რუვენ რივლინი დაოჯახებულია. ჰყავს ოთხი შვილი.
 
==ვიზიტი საქართველოში==
[[2017|2017 წლის]] [[9 იანვარი|9 იანვარს]], [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს, [[გიორგი მარგველაშვილი]]ს მოწვევით, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი რუვენ რივლინი საქართველოს ეწვია. [[ისრაელი|ისრაელის სახელმწიფოს]] პრეზიდენტი თბილისს პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა და ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები პრეზიდენტთან, [[გიორგი კვირიკაშვილი|პრემიერთან]] და პარლამენტის თავმჯდომარესთან გამართა. რუვენ რივლინის დახვედრის ოფიციალური ცერემონია [[საქართველოს პრეზიდენტის სასახლე]]ში გაიმართა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტი [[გიორგი მარგველაშვილი]] ისრაელის პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა. <ref>[http://www.interpressnews.ge/ge/politika/413674-9-ianvars-saqarthvelos-israelis-prezidenti-etsveva.html?ar=A 9 იანვარს საქართველოს ისრაელის პრეზიდენტი ეწვევა]</ref>
 
შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მწუხარება გამოთქვა 8 იანვარს იერუსალიმში მომხდარი ტერაქტის გამო და სამძიმარი გამოუცხადა ისრაელის პრეზიდენტს. მხარეებმა შეხვედრაზე საქართველო-ისრაელის მრავალსაუკუნოვან ურთიერთობაზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და გლობალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტის ვიზიტის მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობის გაღრმავების, ძლიერი პარტნიორობისა და ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელოვანი დემონსტრირებაა. <ref name="ipn2"> [http://www.interpressnews.ge/ge/politika/413951-giorgi-margvelashvili-israelis-sakhelmtsifos-prezidents-pirispir-da-gafarthoebul-formatshi-shekhvda.html გიორგი მარგველაშვილი ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტს პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვდა]</ref>
 
შეხვედრისას ისაუბრეს აგრეთვე, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ორმხრივი თანამშრომლობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.<ref name="ipn2"/>
 
10 იანვარს, ისრაელის სახელმწიფოს პრეზიდენტი გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკო.<ref name="ipn2"/>
 
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუვენ_რივლინი“-დან