ანტიოქიის სამთავრო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 41:
===დაარსება===
[[ფაილი:SiegeofAntioch.jpeg|მინი|მარცხნივ|[[ანტიოქიის ალყა]], [[შუა საუკუნეები]]ს მინიატურა]]
პირველი ჯვაროსნული ლაშქრობა ნელ-ნელა გადამწყვეტ ფაზაში შედიოდა,[[ტანკრედი]] და [[ბალდუინ I იერუსალიმელი|ბალდუინ ბულონელი]] (მოგვიანებით იერუსალიმის მეფე ბალდუინ I) ედესისკენ დაიძრენ, ჯვაროსნების დიდი ნაწილი კი ანტიოქიის ალყაში დარჩა. ჯარს სათავეში [[ბოემონდ I]] ჩაუდგა რომელიც მოგვიანებით ანტიოქიის პირველი პრინციც გახდა, ალყა ზამთრამდე გაგრძელდა და ჯარისკაცებს მკაცრ პირობებში უწევდათ ყოფნა, ლეგენდის თანახმად ისინი საკუთარ ცხენებს და გარდაცვლილ ჯარისკაცებს ჭამდნენ ხოლმე.
 
ანტიოქიის დაცემის ალბათობა ძალიან დაბალი იყო, ქალაქი კარგად იყო შეიერაღებული და მას 400-მდე კოშკი იცავდა, თუმცა ბოემონდმა მოახერხა დაეთანხმებინა სომეხი გამაჰმადიანებული მცველი [[ფიროუზი]], რომ ჯვაროსნებისათვის კარიბჭე გაეღო. ჯვაროსნების ქალაქის დაკავებიდან 4 დღეში [[მოსული]]დან [[მუსლიმი|მუსლიმთა]] დიდი ჯარი [[კერბოღას]] სარდლობით დაიძრა ანტიოქიის დასაბრუნებლად, ამასობაში ანტიოქიისაკენ ბიზანტიის იმპერატორი [[ალექსი I კომნენოსი]] მოდიოდა დასახმარებლად, თუმცა მას გზად ცრუ ინფორმაცია უამებს რომ ანტიოქია დაეცა და ჯარი უკან გააბრუნა.