რაგნაროკი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 6:
რაგნაროკის წინაპირობა ოდინის ვაჟის, [[ბალდრი|ბალდერის]] სიკვდილი, შემდეგ ნათესავთა სისხლის აღრევა და მორალური ქაოსი გახდა.
 
წინასწარმეტყველების თანახმად, რაგნაროკის დღეს გიგანტური მგელი, [[ფენრირი]] თავისი ჯაჭვებისგან განთავისუფლდება და მზეს გადაყლაპავსშთანთქავს, რისამის შემდეგაცშემდეგ სამყაროში წყვდიადი დაისადგურებს. მსოფლიო გველი, [[იორმუნგანდი]] წყლის სიღრმეებიდან ამოვა, ზღვა ნაპირებიდან გადმოვა და მთელი სამყარო დაიტბორება. მათ შეუერთდება მათი მამა, ცეცხლის ღმერთი, [[ლოკე|ლოკი]], [[იოტუნები|იოტუნებთან]] ერთად და ცეცხლოვანი გიგანტი, [[სურტი]].
 
მათ წინააღმდეგ გამოვა [[ასები]], [[ოდინი|ოდინის]] მეთაურობით და ყველა ის მეომარი, რომლებიც [[ვალჰალა|ვალჰალაში]] ცხოვრობენ. მათ ხმამაღალი საყვირით ღმერთების მეურვე, [[ჰეიმდალი]] მოუწოდებს. ბრძოლამდე ოდინი ბრძენ [[მიმირს]] მიაშურებს, რათა რჩევა მიიღოს. შემდეგ გამოვა [[ვალჰალა|ვალჰალას]] ჭიშკრიდან, რათა საბოლოოდ შეებრძოლოს მგელს. ბრძოლა [[ვიგრიდრის]] ველზე გაიმართება. [[ფენრირი]] მოკლავს ოდინს, მამის სიკვდილის გამო კი [[ვიდარი]] შურს იძიებს და მოკლავს მგელს. [[თორი (მითოლოგია)|თორი]] [[იორმუნგანდს]] შეებრძოლება, დაამარცხებს მას, თუმცა გველის ნაკბენისგან ისიც დაიღუპება. ჰეიმდალი — ლოკის, სურტი კი [[ფრეირს]] მოკლავს. საბოლოოდ, ვერც ერთი მხარე ვერ გაიმარჯვებს. ცეცხლოვანი გიგანტი, სურტი მთელ ძალას მოიკრებს და გადაწვავსთავისი მთელცეცხლოვანი ხმლით ცეცხლს წაუკიდებს დედამიწას, დაიღუპება ღმერთები და სიბნელისა და სინათლის ბრძოლა დასრულდება.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაგნაროკი“-დან