სათავადო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
ყველაზე უფრო პროგრესული ფორმა სათავადოს სამფლობელოში ე. წ. სათავისთაო — ამა თუ იმ ოჯახის ინდივიდუალურ საკუთრებაში მყოფი ქონება იყო, რომელიც მიღებული ჰქონდათ მემკვიდრეობით, პირადი გარჯით ან სხვა გზით (ნასყიდობა, ნამზითვი, ნასისხლი და სხვა). სათავისთაო იყო თავადისა თუ თავადიშვილის უცილობელი ქონება, რომელზეც სათავადოს სხვა წევრებს ხელი არ მიუწვდებოდათ. სათავისთაოს პატრონს შეეძლო თავისი ქონების გაყიდვა, მზითევში მიცემა და სხვა. საკუთრების ეს ფორმა ინტენსიური მეურნეობის განვითარებას უწყობდა ხელს, ყმა გლეხთა ექსპლუატაცია აქ უფრო ზომიერი იყო, ვიდრე სახასო და საუფლისწულო სამფლობელოებში. სათავისთაო საქონებელი საერთო სათავადო მამულს უპირისპირდებოდა და ხელსაყრელ პირობებში მის რღვევას იწვევდა, როგორც ეს [[კახეთი]]ს სინამდვილეში მოხდა. საქართველოს უმეტეს ნაწილში კი სათავისთაო მიწისმფლობელობის განვითარებისათვის პირობები ერთობ შეზღუდული იყო, ამიტომ ხშირად სათავისთაო მამულებიც შვილებისა და შვილიშვილების ხელში საერთო ან საუფლისწულო ქონებად იქცეოდა.
 
სათავადოს აზნაურები კუთვნილების მიხედვით სახასო, საუფლისწულო ან სათავისთაო ყმები იყვნენ. აზნაურებს თავიანთ საკუთარ ყმა-მამულთან ერთად თავადისაგან მიღებული ჰქონდათ სამფლობელოს მნიშვნელოვანი ნაწილი. მიწისმფლობელობის აღნიშნული ფორმები იყო საფუძველი სათავადოში ფეოდალურ-იერარქიული ურთიერთობისა თავადსა და თავადიშვილთა, აგრეთვე თავად-თავადიშვილთა და აზნაურთა შორის. [[ქართლი]]ს უმთავრესი სათავადოები იყო: [[ქსნის საერისთავო|ქსნისა]] და [[არაგვის საერისთავო]]ები, [[სამუხრანბატონო]], [[საამილახვრო]], [[საციციანო]], [[საბარათიანო]] და სხვა. [[იმერეთი|იმერეთში]] — მხეიძეთა, ჩხეიძეთა, მიქელაძეთა, რაჭის ერისთავთა, აბაშიძეთა, წერეთელთა და სხვა; [[გურია]]ში —ნაკაშიძეთა, თავდგირიძეთა, ბერიძეთა, მაჭუტაძეთა და გურიის ერისთავთა<ref>ნიკო დადიანი, "ქართველთ ცხოვრება"</ref>, ხოლო [[ოდიში|ოდიშში]] — ჭილაძეთა, გოშაძეთა, ჯაიანთა, ჩიჩუათა, ჩიქვანთა და სხვა.
 
სათავადოთა სისტემა თიშავდა ფეოდალურ საქართველოს და შეუძლებელს ხდიდა ქვეყნის ერთიანობის აღდგენას. იგი ხელს უწყობდა უცხოელ დამპყრობთა გავლენისა და ბატონობის შენარჩუნებასა და გავრცელებას საქართველოში, ამიტომ ისინი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ყოველმხრი ხელს უწყობდნენ სათავადოთა სისტემის განმტკიცებას. სათავადოების გაუქმება მხოლოდ საქართველოს რუსეთთან შეერთბის შემდეგ მოხდა, როდესაც მათი არსებობისათვის აღარ იყო არც სოციალურ-ეკონომიკური და არც პოლიტიკური პირობები. სათავადოები დაიშალა ცალკეულ თავად-თავადიშვილთა სახლების კერძო სამფლობელო მამულებად. სათავადოთა სისტემის რაობისა და მნიშვნელობის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში არსებობს სხვა თვალსაზრისებიც.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სათავადო“-დან