მუჰაჯირობა: განსხვავება გადახედვებს შორის

== საქართველო ==
 
[[საქართველო]]ში მუჰაჯირობამ ფართო მასშტაბი მიიღო 1877—1878 წლების ომის შემდეგ. [[1878]] წელს [[ბერლინის კონგრესი]]ს გადაწყვეტილებით საქართველოს შეუერთდა ისტორიული ქართული პროვინციები. ამ ტერიტორიების მოსახლეობას უფლება ეძლეოდა 3 წლის განმავლობაში თავისი ქონება თურქეთში გადასახლებულიყო. მუჰაჯირობის შედეგად თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა, ბევრი გადასახლდა ქვემო გურიიდან, გონიოს უბნიდან, ქვემო აჭარიდან. სულ წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად. გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად დიდი მუშაობა ჩაატარეს გ. წერეთლმა, ს. მესხმა, გ. გურიელნა და სხვებმა. ქართულმა პრესამ ფართო კამპანია გააჩაღა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ამის შედეგად გადასახლების პროცესი შენელდა და მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მუჰაჯირები დასახლდნენ [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე ([[ჭანეთი]]ს ტერიტორიაზე), დასავლეთ თურქეთში, [[მარმარილოს ზღვა|მარმარილოს ზღვის]] აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი — [[სტამბოლი|სტამბოლში]] და სხვა ქალაქებში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულება.
 
=== აფხაზეთი ===
[[აფხაზეთი|აფხაზეთში]] მუჰაჯირობა დაიწყო XIX საუკუნის I ნახევარში პროთურქული ორიენტაციის აფხაზი ფეოდალების პოლიტიკური მარცხისა და სახალხო აჯანყების მკაცრად ჩახშობის შედეგად. [[ყირიმის ომი]]ს (1853-1856) დროს თურქთა მიერ აფხაზეთის ოკუპაციას მოჰყვა მასობრივი გადასახლება ოსმალეთში: 1867 წელს ფართო ხასიათის მუჰაჯირობა დაკავშირებული იყო სამთავროს გაუქმებასთან (1864) 1866 წელს დიდ სახალხო აჯანყებასთან. ყველაზე უფრო დიდი გადასახლება მოხდა რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის დროს (დაახლოებით 50 ათასი). მუჰაჯირობის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი გავერანდა და გაუკაცრიელდა. გადასახლებულთა ძირითადი მასა დღესაც ცხოვრობს თურქეთში, ნაწილი — [[სირია]]ში, [[იორდანია]]სა და სხვა ქვეყნებში; მცირე ნაწილი — ჩრდილოეთ საბერძნეთში. მუჰაჯირ აფხაზთა რაოდენობა თურქეთში 100 ათას აღწევს, არაბულ ქვეყნებში — დაახლოებით 15 ათასს. ისინი ცხოვრობენ უმთავრესად [[სოფელი|სოფლად]], შენარჩუნებული აქვთ საკუთარი ენა და ზნე-ჩვეულებები, ტრადიციები.
 
==უბიხეთი==

უბიხების მუჰაჯირობის ისტორია დეტალურად აქვს აღწერილი [[ბაგრატ შინკუბა]]ს, რომელიც ეყრდნობა უკანასკნელი უბიხურად მეტყველი [[უბიხი]]ს მონათხრობს, ჩაწერილს აფხაზი ენათმეცნიერის [[შარახ კვაცბა|შარახ კვაცბის]] მიერ<ref>Баграт Шьынқәба, «Ацынҵәарах» ({{lang-ru|Последний из ушедших}}), Аҟәа, "Алашара", 1974</ref>.
 
== იხილეთ აგრეთვე ==