მურად II: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 39:
'''მურად II''' ([[ოსმალური ენა|ოსმ.]] مراد ثاني‎ - Murâd-ı sânî , [[თურქ.]] İkinci Murat; დ. [[ივნისი]] [[1401]], [[ამასია]] — გ. [[3 თებერვალი]] [[1451]], [[ედირნე]]) — [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] მეექვსე [[სულთანი]] 1421-1444 და 1446-1451 წლებში, [[მეჰმედ I]]-ის ვაჟი, რომლისგანაც ტახტი მემკვიდრეობით 1421 წელს მიიღო.
 
== ბიოგრაფია ==
დაიბადა [[1404]] წლის [[ივნისი|ივნისში]], ქალაქ [[ამასია]]ში. მურადის დედა იყო [[ემინე ხათუნი]]. მამამისი, მისი დაბადების დროისთვის, [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ტახტისთვის იბრძოდა ძმების წინააღმდეგ. [[1410]] წელს მურადი მამასთან ერთად დედაქალაქ [[ედირნე]]ში გადავიდა. როდესაც [[მეჰმედ I]]-მა ოფიციალურად მოიპოვა ოსმალეთის სულთნის ტიტული, ახალგაზრდა შეჰზადე მურადი დაინიშნა [[ამასია|ამასიის]] სანჯაყის განმგებლად, რადგან იგი იყო მემკვიდრე შეჰზადე და უნდა მიეღო მმართველობის გამოცდილება. [[1421]] წელს, როდესაც მურადი 16 წლის იყო, სულთან მეჰმედი გარდაიცვალა და ტახტი მემკვიდრეობით მას ერგო.
 
Line 46 ⟶ 47:
 
ევროპის ქვეყნებმა, [[რომი]]ს პაპ [[ევგენი IV]]-ის მეთაურობით, მალევე დაარღვიეს დადებული ხელშეკრულება და განაახლეს ომი [[ოსმალეთის იმპერია]]სთან. ამიტომ, მურადი იძულებული გახდა სახელმწიფო საქმეებს დაბრუნებოდა. იგი სათავეში ჩაუდგა ოსმალეთის არმიას და [[1444]] წლის [[10 ნოემბერი|10 ნოემბერს]] სასტიკად დაამარცხა ქრისტიანული ძალები [[ვარნის ბრძოლა]]ში. შედეგად, ოსმალებმა საბოლოოდ დაიკავეს [[ვარნა]]. [[1446]] წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] მურადი ოფიციალურად დაბრუნდა ტახტზე.
 
[[File:Murad_II_and_John_Hunyadi.jpg|მინი|მარცხნივ|170პქ|მურად II და იანოშ ჰუნიადი]]
[[1448]] წელს უნგრეთის მმართველმა იანოშ ჰუნიადიმ განაახლა ომი ოსმალეთის იმპერიასთან. მან არმიასთან ერთად გადაკვეთა მდინარე [[დუნაი]] და დაბანაკდა ქალაქ [[კოვინი|კოვინთან]] ახლოს. ჰუნიადი ერთ თვეზე მეტ ხანს ელოდა დამხმარე არმიას, მაგრამ [[ალბანეთი]] ამ ბრძოლაში ჩართვას არ აპირებდა. უნგრელებს დახმარება მხოლოდ [[ვლახეთი]]ს მმართველმა, ვლადისლავ II-მ აღმოუჩინა. 17-20 ოქტომბერს კოსოვოს ველზე მიმდინარეობდა ბრძოლა ოსმალეთისა და უნგრეთ-ვლახეთის არმიებს შორის. მურად II პირადად მეთაურობდა საკუთარ ჯარს. ბრძოლა დასრულდა უნგრეთ-ვლახეთის არმიის სრული მარცხით და ისინი იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.
 
ამის შემდეგ, მურად II-მ ყურადღება აღმოსავლეთზე გადმოიტანა. მან დაამარცხა [[თემურლენგი]]ს მემკვიდრე, შაჰრუჰ-მირზა. ამას მოჰყვა გამარჯვება ყარამანისა და ჩორუმ-ამასიის გაერთიანებულ არმიებს შორის. [[1450]] წლის გაზაფხულზე მურად II უკანასკნელად წავიდა ლაშქრობაში. ოსმალეთის არმიამ სცადა [[ალბანეთი]]ს ერთ-ერთი მნიშნველოვანი ციხე-სიმაგრის, კრუიას აღება. ოსმალებმა ალყა [[14 მაისი|14 მაისს]] დაიწყეს. ალყა ექვს თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა, თუმცა უშედეგოდ. [[23 ნოემბერი|23 ნოემბერს]] მურადმა იგი მოხსნა და დედაქალაქში დაბრუნდა.
 
მურადი ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა [[ანატოლია]]ში, რადგან არ სურდა გაეზიარებინა ბაბუის, [[ბაიაზიდ I]]-ის ბედი. ოსმალებმა მეტი გავლენა მოიპოვეს დასავლეთ ანატოლიის თურქმენ მმართველებზე, მაგრამ [[ყარამანი]], რომელიც იყო დასაყრდენი ბალკანელი მმართველებისათვის და ოსმალთათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა, ჯერ კიდევ რჩებოდა ავტონომიურად.
 
სულთან მურადის მმართველობის პერიოდში, დიდი ვეზირის პოსტზე დაიწყო ჩანდარლების ოჯახის დომინირება. [[იანიჩრები|იანიჩართა კორპუსი]] უფრო მეტად გაძლიერდა და ევროპაში ცნობილად იქცა. ოსმალეთის ევროპული ნაწილის მმართველებმა, დაიწყეს სულთნისაგან დამოუკიდებელი მოქმედება [[ბალკანეთი|ბალკანეთში]]. მურად II გარდაიცვალა [[1451]] წლის [[3 თებერვალი|3 თებერვალს]]. მისი გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მეორედ ავიდა [[მეჰმედ II]].
 
== ოჯახი ==
* იენი ხათუნი
* ჰალიმე ხათუნი
* [[ჰიუმა ხათუნი]]
* დესპინა ხათუნი
 
=== ვაჟები ===
* შეჰზადე აჰმედი
* შეჰზადე ალადინი ([[1425]], [[ედირნე]] — [[1443]], [[ბურსა]])
* [[მეჰმედ II]] ([[30 მარტი]] [[1432]], [[ედირნე]] — გ. [[3 მაისი]] [[1481]], [[ჰუნიქარ-ჩიარი]])
* შეჰზადე ორჰანი
* შეჰზადე ჰასანი
* შეჰზადე ქუჩუქ აჰმედი
 
=== ქალიშვილები ===
* ჰატიჯე სულთანი
* ფატმა სულთანი
* შეჰზადე სულთანი
* ერჰონდუ სულთანი
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მურად_II“-დან