ნოდარ გიგაური: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მმ*|გიგაური}}
'''ნოდარ პარმენის ძე გიგაური''' (დ. [[30 ივლისი]], [[1930]], [[ გორი]]),[[ ქართველები | ქართველი]] კომპოზიტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ([[1982]]).
 
==ბიოგრაფია==
[[1960]] დაამთავრა [[თბილისის კონსერვატორია|თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია]] (პროფესორ [[ბალანჩივაძე, ანდრია | ა. ბალაჩივაძის]] საკომპოზიციო კლასი). [[1958]] წლიდან მუშაობს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციაში ხმის რეჟისორად. ავტორია 2 ტელეოპერისა - "გამზრდელისა" ([[წერეთელი, აკაკი | ა. წერეთლის]] მიხედვით, [[1960]]; პრემიერა [[მოსკოვი | მოსკოვის]] ტელევიზიით გადაიცა [[1961]]; I ხარისხის დიპლომი საკავშირო კონკურსზე, მოსკოვში) და "გაზაფხული ზღაპრისა" (საბავშვო ტელეოპერა, [[1970]]; პირველად შესრულდა [[1975]]). მასვე ეკუთვნის საბავშვო ოპერა-რევიუ "გვიხმობენ ზარები" ([[1977]]) და ოპერა "გალობანი სინანულისანი" ([[1987]]), სიმფონიური პოემა "გზა ვარსკვლავებისაკენ" ([[1971]]), კამერული სიმფონია "ხევსურული ესკიზები" ([[1980]]), კონცერტი ფაგოტისა და სიმებიანი ორკესტრისათვის ([[1979]]), "ანდანტე სიმებიანი ორკესტრისათვის" ([[1987]]), ქორალური პოემა სოლისტის, გოგონათა ანსამბლისა და სომფონიური ორკესტრისათვის - "მონატრება ილიასი" ([[1987]]), საგუნდო საწარმოებები, საგალობლები, საესტრადო სიმღერები ("ჩემი საგალობელი", "აპრილი მოდის", "ზღვისფერი გაქვს თვალები", "მე თბილისელი ბიჭი ვარ", "ნუ შეგაშინებს ჩემი ჭაღარა" და სხვა).
 
==ლიტერატურა==
{{ქე|1|614|კაკულია ლ.}}
*''კაკულია ლ.'', ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, გვ. 614, თბ., 1997
{{DEFAULTSORT:გიგაური, ნოდარ}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნოდარ_გიგაური“-დან