სტიუარტები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 44 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata-ზე, d:q179840
No edit summary
ხაზი 2:
'''სტიუარტები''' — [[შოტლანდია|შოტლანდიისა]] ([[1371]] წლიდან) და შემდეგ [[ინგლისი]]ს ([[1603]]-[[1649]] და[[1660]]-[[1714]] წწ.) სამეფო დინასტია. წარმოდგა შოტლანდიური წარჩინებულთა საგვარეულოდან, რომელსაც [[XII საუკუნე]]ში სამეფოს მმართველის - სტიუარტის თანამდებობა ეკავა (აქედან დინასტიის სახელწოდება).
 
სტიუარტები განსაკუთრებით აღზევდნენ მას შემდეგ, რაც [[უოლტერ სტიუარტი|უოლტერ სტიუარტმა]] ცოლად შეირთო ([[1305]] წელი) შოტლანდიის მეფის [[რობერტ I ბრიუსი(შოტლანდია)|რობერტ I ბრიუსის]] ასული, რომელთა შვილი [[რობერტ II (შოტლანდია)|რობერტ II]] [[1371]] წელს შოტლანდიის მეფე გახდა. შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ IV (შოტლანდია)|ჯეიმზ IV]] ([[1488]]-[[1513]] წწ.) დაუნათესავდა ინგლისელი [[ტიუდორები]]ს დინასტიას (მისი შვილიშვილი იყო [[მარიამ სტიუარტი|მარიამ (მერი) I სტიუარტი]]). შოტლანდიის მეფე [[ჯეიმზ I (ინგლისი)|ჯეიმზ VI]] (მარიამ სტიუარტის ძე) [[ელისაბედ I|ელისაბედ I ტიუდორის]] ანდერძით ინგლისის, შოტლანდიისა და ირლანდიის მეფე გახდა ჯეიმზ I-ის სახელით. ჯეიმზ I-ის და მისი შვილის [[ჩარლზ I]]-ის აბსოლუტისტურმა პოლიტიკამ ქვეყანა რევოლუციურ კრიზისამდე მიიყვანა, [[ჩარლზ I]] სიკვდილით დასაჯეს ([[1649]] წ.), ინგლისი რესპუბლიკად გამოცხადდა. მონარქიის რესტავრაციის ([[1660]] წ.) შემდეგ სტიუარტებმა კვლავ დაიკავეს ინგლისის ტახტი. [[1688]]-[[1689]] წლების გადატრიალების შემდეგ ინგლისის ტახტი [[უილიამ III|უილიამ III ორანელმა]] (მეფე [[1689]]-[[1702]] წწ.) დაიკავა, რომელიც მართავდა თავის ცოლთან (ჯეიმზ II-ის ასული) [[მერი II|მარიამთან]] ერთად. [[ანა (დიდი ბრიტანეთი)|ენ სტიუარტის]] (დედოფალი [[1702]]-[[1714]] წწ.) სიკვდილის შემდეგ ინგლისის ტახტი გადავიდა სტიუარტების შორეული ნათესავების – [[ჰანოვერები]]ს დინასტიის წარმომადგენლების ხელში.
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სტიუარტები“-დან