შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 123:
იმედია გამიგეთ, რისი თქმა მინდოდა. ძირითადად, ჩემი შენიშვნა ის იქნება, რომ სხვისი სტატიებიდან გადამოწმებადი ფაქტების ამოშლის სანაცვლოდ, თუ საბჭოური ესთეტიკა გტკენთ გულს მაინცდამაინც, შეგიძლიათ სხვა სტატიები შექმნათ სხვა პიროვნებებზე ან კიდევ გაგიმეორებთ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამოშლამდე განიხილოთ თქვენი მოსაზრებები სტატიის განხილვის გვერდზე.
--[[მომხმარებელი:Felizdenovo|გიგა]] 06:45, 20 ოქტომბერი 2007 (UTC)
 
::ყმაწვილო! მე არ მაინტერესებს თქვენთან სამსახურში ვინ როგორ აღშფოთდა. მათი ეს რეაქცია მათ მენტალიტეტზე მეტყველებს! კიდევ ერთხელ განგიმარტავთ, რომ სკკპ გახლდათ კაცობრიობის (და არა მხოლოდ საქართველოს) წინაშე ისეთივე დამნაშავე პოლიტიკური პარტია, როგორიც იყო ნაცისტური პარტია. კომპარტიის "კისერზეა" ზღვა სისხლიანი დანაშაულობებისა! სწორედ ამ პარტიის ეგიდით მოხდა 1921 წელს დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაცია! ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, თავის დროზე ამ პარტიის წევრობას ისტორიის სკივრში მოთავსება ეგების და არა აფიშირება! სწორედ ჩემი ისტორიკოსობა მალაპარაკებს ამას და არა სხვა რამ. დღეს დადგა დრო, რომ ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი ყოველგვარი მიკერძოებისა და შელამაზების გარეშე. მენტორული ტონი ნამდვილად არ გამკობთ. და ბოლოს, ადამიანი, რომელიც გაკადნიერდება და "საენციკლოპედიო" სტატიების წერას მიჰყოფს ხელს, ცოტა უფრო უკეთ უნდა ფლობდეს მშობლიურ ენას!.. [[მომხმარებელი:ლევზურ|ლევზურ]] 01:59, 21 ოქტომბერი 2007