ნაკაშიძეები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება
No edit summary
ხაზი 26:
ნაკაშიძეებს, როგორც [[გურია|გურიის]] ერთ-ერთ თავადურ გვარს ასახელებს [[ვახუშტი ბატონიშვილი]] [[თავდგირიძეები]]ს, [[შარვაშიძეები]]ს, [[ბერეჟიანები]]ს, [[ბერიძეები]]ს, [[კვერღელიძეები]]ს გვერდით. ნაკაშიძეთა ყველაზე ადრინდელ წარმომადგენლად მამუკა ნაკაშიძე სახელდება. ის იყო წარჩინებული თავადი, რომელსაც XVII საუკუნის პირველ ნახევარში იტალიელი მისიონერი [[ჯუზეპე ჯუდიჩი]] იხსენიებს. მამუკა ნაკაშიძისა და მისი ოჯახის წევრების ფრესკული პორტრეტები [[დიმიტრი ბაქრაძე]]ს უნახავს [[გურიანთა|გურიანთის]] ციხის ეკლესიაში 1873 წელს.<ref>''[[დიმიტრი ბაქრაძე]],'' „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“ გვ. 272 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987</ref>
 
ნაკაშიძეებს ეკუთვნოდათ გურიის სოფლები: [[გურიანთა]], [[ვაშნარი]], [[ციხისფერდი]], [[ჭანიეთური]], [[ბაილეთი|გამოღმა ბაილეთი]], [[ახალსოფელი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[მაკვანეთი]].<ref>''ო. სოსელია'', „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.</ref>1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლი, ლელისწყალიდან და ჩოლოქიდან გრიგოლეთიანად, გარდა სახარიისა. ეს იყო ე. წ. ერმენის მებაჟეობა, რაც წყლებში ბაჟის აკრეფის უფლებას იძლეოდა, საიდანაც ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნაკაშიძეები“-დან