გრიგოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 46:
 
==ისტორია==
XVIII საუკუნის 10-იან წლებში [[გიორგი IV გურიელი|გიორგი IV გურიელმა]] წყალობის წიგნით ბეჟია, მამუკა და პეპე თავართქილაძეებს უბოძა გრიგოლეთის მებაჟეობა
{{ციტატა|ჩვენ ბატონმან გურიელმან გიორგიმ, შენ თავართქილაძეს ბეჟიას, და შენ შვილს მამუკას და პეპეს გიბოძეთ გრიგოლეთის მებაჟეობა: რაც უნდა მოხდეს ყველას ბაჟს შენ აიღებდე და მომიტანდე, შენ სარგებელს შენთვის აიღებდე}}
 
თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე [[სიმონ III გურიელი]]ს დროს, 1788-92 წლებში გრიგოლეთი, ისე როგორც გურიის მთელი სანაპირო ზოლი ლელისწყალს და ჩოლოქს აქეთ გრიგოლეთიანად [[ნაკაშიძეები|ნაკაშიძეებს]] უმტკიცდებათ.
 
1886 წელს გრიგოლეთში [[არქეოლოგია|არქეოლოგიურ]] გათხრებს აწარმოებდა ფრანგი არქეოლოგი ჟან მურიე.<ref>''ნ. ხოშტარია'', „ურეკის არქეოლოგიური გამოკვლევები“ მასაალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის ტ 1, N8, გვ. 50 — ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, 1952 წ.</ref> საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლეთი“-დან