საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 39:
* საქართველოდან ებრაელთა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პერიოდები - XIX ს. - XX ს. დასაწყისი, XX ს-ის 70-იანი წლებიდან... ახსნილია ამ მოვლენის მეტაფიზიკური, ისტორიული, სოციალურ-პოლიტიკური ასპექტები; საქართველოსთან, როგორც თავიანთ „მეორე სამშობლოსთან” ქართველი ებრაელობის დამოკიდებულების მნიშვნელოვანი ფაქტები, საქართველო-ისრაელის თანამედროვე სახელმწიფოებრივი, სამეცნიერო-კულტურული და საზოგადოებრივი ურთიერთობანი;
* საქართველოში მოღვაწე ებრაული, ქართულ-ებრაული სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები;
* გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მრავალფეროვანი ფოტო, ტექსტობრივი, საგნობრივი მასალა: საქართველოში ებრაელთა ისტორიული განსახლების
[[ფაილი:Shalom Koboshvili. Slaughtering poultry according to religious rules. Oil on canvas. 70.5×101 cm. 1940.jpg|მინი|''შინაური ფრინველის დაკვლა რელიგიური წერების დაცვით'', [[შალომ კობოშვილი]], 1940.]]
რუკები, პეიზაჟები, უბნები, სასულიერო და საერო ნაგებობების, სასაფლაოების ხედები, დემოგრაფიული მონაცემები, მდიდარი ისტორიული, [[არქეოლოგია | არქეოლოგიური]], [[ეთნოგრაფია | ეთნოგრაფიული]], ეპიგრაფიკული, ხელნაწერი, ბეჭდვითი მასალა, ნიჭიერი ქართველი ებრაელი „პრიმიტივისტი” მხატვრის [[ შალომ კობოშვილი]]ს, მსოფლიოში ცნობილი ებრაელი მხატვრის [[სოლომონ გერშოვი]]სა (რომლის უდიდესი ‎კოლექციაც ინახება საქართველოში) და სხვა მხატვრების ნამუშევრები.
გამოფენის ლაიტმოტივი - ქართველმა ებრაელობამ ღირსეულად განვლო საქართველოში ცხოვრების მრავალსაუკუნოვანი გზა და მტკიცედ დაიმკვიდრა თავი მის [[ისტორია]]ში, რაც ორივე ერის [[ტოლერანტობა | ტოლერანტობის]], [[ბიბლია | ბიბლიური]] სიბრძნის ნათელი გამოვლენაა. ყოველივე ამის გამო, საქართველოს სრული საფუძველი აქვს მსოფლიოს აუწყოს და აღნიშნოს ერთა მშვიდობიანი თანაარსებობის ისტორიული ფენომენი.