ბორჯომის ხეობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
31.146.235.147-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ხაზი 1:
[[ფაილი:Borjomi Valley.jpg|მინი|270პქ|ბორჯომის ხეობა]]
[[ფაილი:Bordschomi.jpg|მინი|270პქ|მარჯვნივ|ბორჯომის ხეობა ქალაქ ბორჯომთან]]
'''[[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის]] ხეობა''' — მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობა, [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი|ბორჯომის მუნიციპალიტეტის]] ფარგლებში, სოფელ [[აწყური (ახალციხის მუნიციპალიტეტი)|აწყურიდან]] (სამხრეთ-დასავლეთი) სოფელ [[ტაშისკარი|ტაშისკარამდე]] (ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი). მისი სიგრძეა დაახლოებით 60 კმ. ხეობის ფერდობებს ქმნის [[მესხეთის ქედი|მესხეთისა]] და [[თრიალეთის ქედი|თრიალეთის ქედები]]. ბორჯომის ხეობა [[ახალციხე (ქალაქი)|ახალციხის]] ქვაბულს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ბართან]] აკავშირებს. გენეტურად ტექტონიკური-ეროზიული ღრმა (1300-1500 მ) გამკვეთი ხეობაა, მდებარეობს [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 710-900 მ. აგებულია ძლიერი დანაოჭებული პალეოგენური, უმთავრესად [[ანდეზიტი|ანდეზიტური]] ტუფბრექჩიებით და ფლიშური წყებებით. ბაკურიანის ლავური ნაკადის ბოლო ქალაქ [[ბორჯომი|ბორჯომთან]] მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირამდე აღწევს.
 
ბორჯომის ხეობის გაგანივრებულ [[ტერასები (გეოლოგია)|ტერასულ]] უბნებს ციცაბოფერდობებიანი ვიწრობები ენაცვლება. ხეობის ფერდობები დასერილია [[ხევი (ხეობა)|ხევებით]]. ბევრგანაა [[მეწყერი|მეწყრები]] და გაშიშვლებული კლდეები. ბორჯომის ხეობა მდიდარია [[გრუნტი]]ს წყლებითა და წყაროებით, რომელთა შორის ბევრი მინერალური წყაროა. ხეობის მარცხენა მხარის დიდი ნაწილი [[ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი|ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალს]] უჭირავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბორჯომის_ხეობა“-დან