თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი''', საქართველოს კავკასიონის მონაკვეთი, მდებარეობს [[კავკასიონი]]ს ჩრდილოეთ კალთაზე და მოიცავს [[მდინარე]]ების [[ანდის ყოისუ]]ს ([[თუშეთის ალაზანი|თუშეთის ალაზნისა]] და [[პირიქითი ალაზანი|პირიქითი ალაზნის]]), [[არღუნი (მდინარე)|არღუნი]]სა, [[ასა|ასისა]] და [[არხოტისწყალი|არხოტისწყლის]] ზემო დინებათა აუზებს. სამხრეთი საზღვარი გასდევს მთავარი ქედის თხემს [[მწვერვალი]] [[შავი კლდე|შავკლდის]] და [[უღელტეხილი]] [[არხოტისთავისღელე]]ს შორის. დასავლეთი - [[კიდეგანის ქედი|კიდეგანის ქედს]], აღმოსავლეთი - [[შავგალავნის ქედი|შავგალავნის ქედსა]] და საბაკუნისხევისა და ვესტმოვაკისხევის (ანდის ყოისუს მარჯვენა შენაკადები) წყალგამგამყოფს, ჩრდილოეთი - [[პირიქითი ქედი]]ს თხემს მწვერვალი დიკლოსმთიდან მწვერვალ [[ტებულოსმთა]]მდე, შემდეგ კვეთს მდინარე არღუნის ხეობას და ადის [[ხევსურეთის ქედი|ხევსურეთის ქედზე]] მწვერვალ თბილწყალმაღლის ჩრდილოეთით, აქედან კი კვეთს ასის ხეობას და აიმართება კიდეგანის ქედზე.
 
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი აგებულია ქვედა- და შუაიურული ასაკის თიხაფიქლოვანი წყენებით, რომელიც აჩენს ძლიერ შეკუმშულ, ზოგან დიაბაზებით გარღვეულ, ნაოჭების სისტემის, გვხვდება აგრეთვე მორენული და ალუვიური ნაფენები. ძირითადი ოროგრაფიული ერთეულებია: [[კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედი|მთავარი წყალგამყოფი ქედი]] (მწვერვალები [[არხოტი]] - 3172 მ, [[დიდი ბორბალო]] - 3294 მ, [[ბულანჩოსწვერი]] - 3256 მ და სხვა), რომლის უღელტეხილები ზღვის დონიდან 3000 მ-ზე დაბლა მდებარეობს (არხოტი - 2935 მ, აბანო - 2950 მ და სხვა); მარად თოვლიან-მყინვარებიანი კიდეგანის, ხევსურეთისა და პირიქითის ქედები მრავალი განშტოებებით; თუშეთის ქვებული და მდინარეთა ხეობები (ასის, არღუნის, ანდაქის).
ხაზი 10:
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|5|29|უკლება დ.}}
* ''უკლება დ.,'' ქსე, ტ. 5, გვ. 29, თბ., 1980
 
[[კატეგორია:კავკასიონი]]