თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 7:
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მდინარეები [[ასა]], [[არხოტისწყალი]], [[არღუნი (მდინარე)|არღუნი]], [[ანდაქი (მდინარე)|ანდაქი]], [[პირიქითი ალაზანი]] და [[თუშეთის ალაზანი]] მრავალრიცხოვანი შენაკადებით [[კასპიის ზღვა|კასპიის ზღვის]] აუზს მიეკუთვნება და საზრდოობს წვიმის, [[თოვლი]]ს, მიწისქვეშა და მყინვარული წყლებით. წყალდიდობა იცის გაზაფხულსა და [[ზაფხული]]ს დასაწყისში, წყალმცირობა - ზამთარში. თავისებურია თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის ნიადაგ-მცენარეულობა; ქვედა ზონაში მცირე და საშუალო სისქის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე, ზღვის დონიდან 2300-2500 მ-მდე, გავრცელებულია არყნარ-ფიჭვნარი და ფიჭვნარი. 2500-2700 მ ზემოთ მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე - სუბალპური მდელოები და ბუჩქნარები, ხოლო უფრო ზემოთ, 3300-3500 მ-მდე, მთის მდელოს მცირე სისქის კორდიან ნიადაგებზე ალპური მდელოებია.
 
თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონზე 3 ტიპის ლანდშაფტია: მთა-ხეობათა რელიეფის ყომრალ და ღია ყომრალ ნიადაგებზე განვითარებული ფიჭვნარი და არყნარ-ფიჭვნარი ტყის ლანდშაფტი; მთა-ხეობათა რელიეფის მთის მდელოს კორდიან და კორდიან-ტორფიან ნიადაგებზე განვითარებული მთა-მდელოს ლანდშაფტი (სუბალპური და ალპური ქვეტიპებით) და გლოციალურ-ნოვალური ლადშაფტილანდშაფტი (მაღალი ქედების თხემებზე).
 
==ლიტერატურა==