ბაიერნი (საფეხბურთო კლუბი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 58:
[[სურათი:Allianzarenacombo.jpg|thumb|left|200px|ალიანს არენა ღამით]]
ამის შემდეგ დადგა [[ჯოვანი ტრაპატონი]]ს ეპოქა. მართალია, მას კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფეხბურთელებთან და ხელმძღვანელობასთან, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მან ვერ შესძლო სასურველი წარმატებების მიღწევა. გუნდმა 94/95 სეზონში გერმანიის ჩემპიონატში მე-6 ადგილი დაიკავა, ხოლო ჩემპიონთა ლიგის ნახევარდინალში [[ამსტერდამის აიაქსი|ამსტერდამის აიაქსთან]] წააგო. ამის გამო, გუნდში ტრაპატონის ნაცვლად მოვიდა [[ოტო რეჰაგელი]], ამასთან მას მოჰყვნენ [[იურგენ კლინსმანი|კლინსმანი]], ჰერცოგი და სპორცა. თუმცა ოტოც მალე იძულებული იყო დაეტოვებინა მწვრნელის პოსტი დროზე ადრე, მიუხედავად იმისა, რო მან ნახევარ სეზონში მოახერხა გუნდის [[უეფას თასი]]ს ფინალში გაყვანა, სადაც მისი მეტოქე [[ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)|ბარსელონა]] იყო. ფინალში, ოლიმპიაშტადიონზე ნათამაშები ფრის (2:2) შემდეგ, თითქოს უკვე გამოვლენილი იყო გამარჯვებული, მაგრამ განმეორებითი მატჩი ბაიერნისთვის სასიკეთოდ დამთავრდა. ბაბელმა და ვიტეჩეკმა შესძლეს საბოლოო ანგარიშის დაფიქსირება - 2:1. ფინალის დღეებში, როდესაც ფრანც ბეკენბაუერი ითავსებდა გუნდის მწვრთნელობას და მის ხელმძღვანელობას, მან მოახერხა ის, რომ ბაიერნმა პირველად თავის ისტორიაში მოიპოვა უეფას თასი. თუმცა საერთო სურათს [[დორტმუნდის ბორუსია|დორტმუნდის ბორუსიის]] ჩემპიონობა აფუჭებდა. ამის შემდეგ ტრაპატონი ისევ დაუბრუნდა გუნდს. ორი წლის შემდეგ მან ბაიერნს ორი გამარჯვება მოუტანა: გერმანიის ჩემპიონატში 1997 წელს და გერმანიის თასზე 1998 წელს.
[[სურათი:FCB-Gebäude und Trainingsgelände.JPG|thumb|220px|ბაიერნის სავარჯიშო კომპლექსი]]
[[სურათი:FCB-Trainingsplatz.JPG|thumb|220px|ბაიერნის სავარჯიშო მოედანი]]
ოტმარ ჰიცფედლმა იტალიელი სპეციალისტი 1998 წელს შეცვალა. პირველივე წელს მან თითქმის მიაღწია გუნდის საუკეთესო შედეგს არსებობის ისტორიაში. მაგრამ გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალებში მარცხი ძალზედ მტკივნეული აღმოჩნდა გუნდისთვის. უკვე ორი წლის შემდეგ ჰიცფელდმა და ბაიერნმა დაამტკიცეს, რომ 1999 წლის დამარცხება მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობა იყო. ჰიცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნმა (1998-2004 წლებში) მოიპოვა გერმანიის ჩემპიონობა ოთხჯელ, ორჯელ დაეუფლა გერმანიის თასს და გერმანიის ლიგის თასს, ასევე გაიმარჯვა [[ჩემპიონთა ლიგა|ჩემპიონთა ლიგის]] გათამაშებასა და საკონტინენტთაშორისო თასზე. ეს შედეგი ერთ-ერთი საუკეთესოა ბაიერნის მწვრთნელებს შორის. 2004 წელს კლუბში მწვრთნელად მოვიდა [[ფელიქს მაგათი]] ვისი ხელმძღვანელობითაც კლუბი ორჯელ გახდა გერმანიის ჩემპიონი მაგრამ 2007 წლის იანვარში წარუმატებლობების გამო იგი გაანთავისუფლეს და მის ადგილას დააბრუნეს ოტმარ ჰიცფელდი. 2007 წლის ზაფხულში ბაიერნმა გაატარა სერიოზული სატრანსფერო პოლიტკა რის შედეგათაც შეიძინა [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის ნაკრების]] საუკეთესო ფორვარდი [[ლუკა ტონი]], [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|გერმანიის ნაკრების]] საუკეთესო ფორვარდი [[მიროსლავ კლოსე]], [[საფრანგეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|საფრანგეთის ნაკრების]] ერთ-ერთი ლიდერი [[ფრანკ რიბერი]] და კიდევ რამდენიმე მაღალი კლასის ფეხბურთელი.