გრიგოლ ხურციძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ ხურციძე''' (დ. [[25 დეკემბერი]], [[1911]] — გ. [[ივლისი]],[[1942]]) — ქართველი მწერალი.
 
დაიბადა 1911 წელს [[ქუთაისის მაზრა|ქუთაისის მაზრის]] სოფელ [[საპრასია|საპრასიაში]] (ამჟამინდელი [[ვანის მუნიციპალიტეტი]]) საშუალო შეძლების გლეხის, სერგო ხურციძის ოჯახში, 1927 წელს დაამთავრა ცხრაწლედი ქუთაისში, ხოლო 1931 წელს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] პედადოგიური ფაკულტეტი. ამავე წლის სექტემბრიდან 1941 წლის სექტემბრამდე მსახურობდა [[ვანის მუნიციპალიტეტი|ვანის რაიონის]] სკოლებში მასწავლებლად და ერთხანს დირექტორად.
 
1941 წლის 10 სექტემბერს, [[დიდი სამამულო ომი|დიდი სამამულო ომის]] დაწყებიდან მალევე, გაიწვიეს [[წითელი არმია|საბჭოთა არმიის]] რიგებში. მასთან ერთად ფრონტზე წავიდა მისი უახლოესი მეგობარი პოეტი [[გიორგი ნაფეტვარიძე]], რომელთან ერთადაც ხურციძე სკოლაში მუშაობდა. ისინი ჯერ თბილისის სამხედრო სასწავლებელში გაგზავნეს, სამთვიანი სწავლების შემდეგ კი, 1941 წლის 29 დეკემბერს, [[ყირიმი|ყირიმის]] ფრონტზე გადაისროლეს. 1942 წლის ივლისში, [[სევასტოპოლი|სევასტოპოლის]] მისადგომებთან მდებარე საპუნ-გორას ციხესიმაგრესთან მოქმედებების დროს, გრიგოლ ხურციძე გმირულად დაიღუპა, რამდენიმე ხნით ადრე დაიღუპა გიორგი ნაფეტვარიძეც. მათი საფლავები ცნობილი არ არის.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ხურციძე“-დან